ჯაბა ჯიღაური: გვინდოდა, სანაკრებო პაუზა კარგი განწყობით დაგვესრულებინა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა ჯიღაურმა ლატვიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 28 მარტს "დინამო არენაზე" გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლატვია ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

"მთლიანობაში, კარგი თამაში გამოვიდა. გვინდოდა, სანაკრებო პაუზა კარგი განწყობით დაგვესრულებინა და საბედნიეროდ, ასეც მოხდა. ხუთი გოლი გავიტანეთ და ხასიათი გამოვისწორეთ.

მე ნორმალურად ვითამაშე. კარგი იქნებოდა, უკეთესად მეთამაშა და გოლი გამეტანა, მაგრამ მთავარი გუნდური თამაშია და ამ მხრივ კმაყოფილი ვარ", - თქვა ჯიღაურმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული