სფფ ადასტურებს: ივნისში საქართველოს ნაკრები სენტ კიტსისა და ნევისის გუნდს უმასპინძლებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს 7 ივნისს ჩაატარებს. ჩვენი ნაკრები ამხანაგურ მატჩში სენტ კიტსისა და ნევისის გუნდს უმასპინძლებს.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც დაგვიდასტურეს. გადაწყვეტილი ამბავია, რომ მატჩი საქართველოში გაიმართება, თუმცა რომელ ქალაქში და რომელ სტადიონზე, ჯერჯერობით უცნობია.

სენტ კიტსი და ნევისი სახელმწიფოა კარიბის ზღვაში, რომელიც ორი მთავარი კუნძულისგან შედგება. მოსახლეობა სულ რაღაც 50 ათასი ადამიანია. ამის მიუხედავად, სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრები საქართველოზე (126) გაცილებით წინაა რეიტინგში - 73-ე ადგილზეა.

ასე რომ, 7 ივნისს საქართველოს ნაკრები სენტ კიტსისა და
ნევისის გუნდს დაუპირისპირდება, შემდეგ კი მოლდოვაში გაემგზავრება, სადაც 11 ივნისს ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 22 /
დევიჯერო რო სომხები ან აზერბაიჯანლები ვარს გვეტყვიან ამხანაგურ ტამაშზე გინდ თბილიში და გინა ერავანში ან ბაქოში????
qutaiseli
13:18 30-03-2017
0
სამტრედიის რაიონზე მცირე ქვეყანაა ტერიტორიითაც და მოსახლეობითაც. მაგრამ სამტრედია ჩემპიონია :) ასე რომ, ხელწამოსაკრავად ნუ ჩათვლით ამ ქვეყნის ნაკრებს!!!
როგორც საქართველომ დაამარცხა ესპანეთი,ასევე გაგვხევს შუაზე ამათი ნაკრებიც, არის ამის ალბათობა თუნდაც 1%/ ? არის, ჰოდა გვეშინოდეს რომ ვერ მოვუგებთ!
Guadua
11:23 30-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული