12:43 09-04-2017
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
ანგარიში მე-14 წუთზე ხატია ჭყონიამ გახსნა. მე-20 წუთზე გულნარა გაბელიამ მეტოქეს მეორე გოლი გაუტანა. ესტონელებმა სხვაობის შემცირება და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება 59-ე წუთზე შეძლეს, გოლი სიგნი აარნას ანგარიშზეა.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები შესარჩევი რაუნდის ბოლო და გადამწყვეტ შეხვედრას 11 აპრილს ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
საქართველო ქ 2:1 ესტონეთი ქ
თბილისი, "მიხეილ მესხი"
საქართველო ქ: სუხაშვილი, ქველიძე, პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, ბაქრაძე (87" ჩემინავა), ჭყონია (90" ჭიჭინაძე), გაბელია, დანელია, სხირტლაძე, სუთიძე, დოლიძე (61" გორგაძე)
მთ. მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
ესტონეთი ქ: სტრიგინი, რაადიკი, პაულუსი, კუბასოვა (73" ტოომი), აარნა (79" ლოო), ბანიკოვა, ტამმიკი (75" კუბასსოვა), ზლიდნისი, ვალსი (87" სორმუსი), ოუნპუუ, რუტკოვსკაია
მთ. მწვრთნელი: ინდრეკ ზელინსკი
მსაჯები: ზუზანა კოვაჩოვა, სლავომირა მაიკუტოვა, ანდრნიკი ნიოტი, ელენი ლამპადარიუ
გაფრთხილება: 18" ჭყონია
გოლები: 1:0 ჭყონია (14), 2:0 გაბელია (20), 2:1 აარნა (59).
gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული