იაშვილი ჯიქიაზე: გინდათ ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც თავისი ქვეყანა არ უყვარს?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გიორგი ჯიქიას შესახებ ისაუბრა.

"ჯიქიას 20-ჯერ ველაპარაკე. ლევანიც ელაპარაკა. როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ნაკრებს, ყველა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გულით. ასეთი ფეხბურთელი გინდათ, რომელსაც თავისი ქვეყანა არ უყვარს? ჯიქიასთვის კი გუნდის მოძებნის შეთავაზება არ ყოფილა.

ყველას ბევრჯერ ვესაუბრე და შევხვდი. ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ და არ უნდა მივცეთ ფეხბურთელებს საშუალება, ნაკრებს წაუყენონ ულტიმატუმი. ნაკრებში თამაში უნდა იყოს მიზანი. ჯანო მიუდგა გულით, ჩამოვიდა და ითამაშა, ისიც რუსეთში თამაშობს", - თქვა იაშვილმა.

-
კობიაშვილი ჯიქიაზე: პასპორტს ერთ დღეში გავუკეთებდით თუ ჩამოვიდოდა


ლექსო ნაბახტეველი სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 31 /
გენაცვალე ანანიძე ნამდვილი ქართველი ხარ
jano ananidzes venacvale
08:29 26-04-2017
0
ოცდამეერთეჯერ რომ დაურეკოთ და დაგთანხმდეთ, ათამაშებთ ნაკრებში? თუ არ უნდა ალბათ მიზეზი აქვს კაცს, დაანებეთ კაცს თავი,იმიტომ რომ ფეხბურთი ბიზნესი გახდა. ყველა თქვენ თქვენ ცხოვრებას იწყობთ. არავის არ გადარდებთ იქ ზემოთ რომ ხართ მოკალათებული რაიმე ეროვნული, კალაძის თამადობით. ასე რომ გეყოფათ ხალხის დაბოლება.
კოლხი
09:25 26-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული