საქართველოს ნაკრებთან მატჩში მოლდოვას ლიდერი და კაპიტანი დააკლდება

AutoSharing Option
მოლდოვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ ეროვნული გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. მოგეხსენებათ, ამ გუნდმა 11 ივნისს, კიშინიოვში, "ზიმბრუს" სტადიონზე, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს უნდა უმასპინძლოს.

მოლდოველები დიდი დანაკლისით გველოდებიან. ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი და უდავო ლიდერი, რუსული "როსტოვის" ნახევარმცველი ალექსანდრ გაცკანი, ვინც საქართველო-მოლდოვის თბილისურ მატჩში (1:1) თავი ულამაზესი გოლით დაგვამახსოვრა.

- საქართველო-მოლდოვა 1:1 - ფეხბურთი მხოლოდ ნახევარი საათით [VIDEO+PHOTO]

ამჟამად გაცკანი დისკვალიფიცირებულია ყვითელი ბარათების ჭარბი რაოდენობის (3) გამო. მის გარეშე კი, დობროვოლსკის რჩეულთა სიამ ასეთი სახე მიიღო:

მოლდოვის ნაკრები

მეკარეები: სტანისლავ ნამაშკო (ლევადიაკოსი, საბერძნეთი), ნიკოლაე კალანჩა (კრაიოვა, რუმინეთი), ალექსეი კოშელევი (შერიფი), სერგეი პაშენკო (ზარია ბელცი);
მცველები: ალექსანდრ ეპურიანუ (ისთანბულსფორი, თურქეთი), კატალინ კარპი (უფა, რუსეთი), პეტრუ რაკუ, ვადიმ ბოლოხანი (ორივე - მილსამი), ვიაჩესლავ პოსმაკი (დაჩია), იონ ჟარდანი, მაქსიმ პოტირნიკე (ორივე - შერიფი);
ნახევარმცველები: არტურ იონიცა (კალიარი, იტალია), ევგენი ჩებოტარუ (სიბირი, რუსეთი), გეორგი ანდრონიკი, ალექსანდრ ანტონიუკი, ანდრეი კოჟოკარი, ალექსანდრ დედოვი (ყველა - მილსამი), მაქსიმ მიხალიოვი, იგორ ციგარლაში (ორივე - ზარია ბელცი), გეორგე ანტონი (ზიმბრუ), ალექსანდრ ბეჟანი (დაჩია);
თავდამსხმელები: ევგენი სიდორენკო (მილსამი), იგორ ბუგაევი (ზარია ბელცი), რადუ გინსარი (შერიფი), ნიკოლაე მილინცანუ (ზიმბრუ), სერგეი პლეტიკე (სპერანცა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
წესით ამ შემადგენლობის გუნდს ნაღდად უნდა მოვუგოთ. ასეთი სუსტი შემადგენლობა ჯუჯების გარდა ევროპაში არ მეგულება.
კიკა
12:32 19-05-2017
0
3-0 ვიგებთ!
gabo
12:33 19-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული