ქართველი გულშემატკივრებისთვის ვერაფრით იქნება სულერთი იმ ფეხბურთელების ბედი, საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი რომ აქვთ. მაგალითად, ავიღოთ იგივე ფარცვანია - 25 წლის ქართველი მცველი, რომელიც ამჟამად დონეცკის "ოლიმპიკის" ღირსებას იცავს.
მოგეხსენებათ, ის კიევის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. უთამაშია უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში,
ერთიცაა - ქვეყნის უპირველესი გუნდი დღეს იმ მდგომარეობაშია, როცა ნამდვილად არ ჰყავს დასაკარგი ფეხბურთელი...
რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ ყველა ეს ფეხბურთელი საქართველოს სამსახურში იდგეს. ეს, დიდი ალბათობით, ვეღარ გამოვა გიორგი ჯიქიასთან დაკავშირებით, მაგრამ სამაგიეროდ, არის შანსი, რომ ფარცვანია და შესანიშნავ ფორმაში მყოფი აკაკი გოგია არ დაიკარგონ საქართველოს ნაკრებისთვის.
რაც შეეხება გოგიას, მასზე საუბარი საერთოდ ზედმეტია. მეორე ბუნდესლიგაში საუკეთესოები შემთხვევით არ ხდებიან და, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში მისი გამოჩენა ჩვენი ეროვნული გუნდისთვის დიდი პლუსი იქნება.
წეღან ჯიქია ვახსენეთ. ვიცით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ძალიან ბევრს ეცადა, მაგრამ ფეხბურთელმა სანაკრებო ასპარეზად რუსეთი აირჩია. ეს მისი არჩევანია და პიროვნება ყოველთვის თავისუფალია საკუთარ არჩევანში, ჩვენ კი მის ნაბიჯს პატივი უნდა ვცეთ.
ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა ის უნდა იყოს, როგორმე სხვებიც არ დაგვირჩნენ განზე - ბიჭები, რომელთაც ჯერ არ აქვთ ქართული პასპორტი. ეს იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებს მეტი რესურსი ჰქონდეს...
ბოლო დროს აკაკი გოგია შესანიშნავ ფორმაშია. "კიკერმა" ის მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ეჭვგარეშეა, მას შეუძლია, დიდი სარგებლობა მოუტანოს საქართველოს ნაკრებს.
გოგიას არ აქვს გერმანიის ნაკრებში მოხვედრის შანსი და რატომ უნდა უარყოს სანაკრებო პერსპექტივა, რატომ უნდა იუაროს საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაში? ახლა უნდა გამოაჩინოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფხა და მარიფათი...
ქვემოთ წამოგიდგენთ უცხოეთში მყოფ ფეხბურთელებს, რომელთაც საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი აქვთ:
აკაკი გოგია, 25 წლის
მისი პირველი კლუბი იყო "ჰალე", საიდანაც "ვოლფსბურგში" გადავიდა. ითამაშა ამ გუნდის დუბლშემადგენლობაში და იყო ძირითადი გუნდის განაცხადში. გერმანიაში ითამაშა სხვა ცნობილ კლუბებშიც - "აუგსბურგში", "ზანტკ პაულისა" და "ჰალეშერში".ამას მოჰყვა გადაბარგება ინგლისური ჩემპიონშიფის ბინადარ "ბრენტფორდში", სადაც გოგიამ ვერ გამოავლინა საუკეთესო თვისებები.
სამაგიეროდ, ბოლომდე გაამართლა ქართველი ფეხბურთელის არენდამ მეორე ბუნდესლიგის ბინადარ დრეზდენის "დინამოში". აქ გოგია მოკლე ხანში ჩამოყალიბდა ლიდერად. საინტერესოა, რომ კონტრაქტით ის ჯერაც ინგლისური კლუბის საკუთრებაა.
თემურ ფარცვანია, 25
დონეცკის "ოლიმპიკის" უნივერსალი მცველი, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც დაცვის ფლანგზე, ისე - ცენტრში. უთამაშია უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. არის 19 - წლამდელთა შორის ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული. სხვადასხვა დროს, კიევის "დინამოს" გარდა, დაუცავს ზაპოროჟიეს "მეტალურგისა" და ლუცკის "ვოლინის" ღირსება. მზადაა, აიღოს ქართული პასპორტი. ბოლო დროს ტრავმამ შეაფერხა.
ზაურ მახარაძე, 24
დონეცკის "ოლიმპიკის" ქართველი მეკარე. იყო უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, მათ შორის, ითამაშა ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში (5 მატჩი). ამის მიუხედავად, ის არ მიუწვევიათ უკრაინის ეროვნულ გუნდში. ამ დროისათვის, საქართველოს ნაკრებში მწვავედ არ დგას მეკარის საკითხი, მაგრამ მახარაძით დაინტერესება ნამდვილად ღირს, მით უმეტეს, ჩვენი უპირველესი გუნდის ორივე ძირითადი მეკარის ასაკს "ახალგაზრდული" აღარ ეთქმის.
ლეო გოგლიჩიძე, 20
ქართველი მცველი, რომელიც "კრასნოდარის" დუბლშემადგენლობის ერთ-ერთი ლიდერია და ეტაპობრივად დიდი გუნდის განაცხადშიც ხვდება. მიიწვიეს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში, სადაც უკვე ჩაატარა 1 მატჩი.გიორგი წიტაიშვილი, 16
უკრაინის ჭაბუკთა ნაკრების ლიდერი. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მას უკვე შესთავაზა ასაკობრივ ნაკრებში თამაში, მაგრამ ამ ეტაპზე წიტაიშვილმა წინადადებისგან თავი შორს დაიჭირა. ჩვენ ცდა და მონდომება არ უნდა დავაკლოთ - ეს არ ნიშნავს იმას, რომ გიორგი საქართველოს ნაკრებშიც არ ითამაშებს.გიორგი მელქაძე, 20
მოსკოვის "სპარტაკის" იმედი. ჩვენს სიაში მაინც პირობითადაა, რადგან უკვე განაცხადა, რომ რუსეთი აირჩია სანაკრებო ასპარეზად. ეროვნულის გარდა, რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ისე აღწერთ თითქოს ხელში ხელყუმბარებს ვაძლევთ და კრემლის აფეთქებას ვთხოვთ და თან აუცილებლად ის უხსენებელიც რომ ნანგრევებში მოაყოლონ .
უბრალოდ ვთხოვთ იმას რაც შეუძლიათ თავისი ნიჭი თავის ხალხის გახარებას მოახმარონ იყვნენ ამაყი იმით რომ თვის ქვეყანას ემსახურებიან ეს არის და ეს.
ნუ ცდილობთ ერთ (ბუხანკა) პურზე ზრუნვამდე დაიყვანოთ ყველაფერი აგერ არის ჯანო მაგალითი გაიხნენ შუაზე ჯანოს გულისთვის მაგრამ რა? დასაჯეს? ტუ ვერ გახდა ბიჭი ჩემპიონი.
გული გულობდეს თორე ხაჭაპური ორი ხელითაც იჭმევა და არააა აუცილებელი ყველგან დანა ჩანგალი მოითხოვო
ჩემთვის პირადად ფოცხვერიაა ადამიანის მიერ გამოვლენილი პატრიოტიზმის მაგალითი და საქართველო და მაშინდელი ფეხბურთის ჩინოვნიკები იმის მაგალითი თუ რატომ არ უნდა გადადგან რისკიანი ნაბიჯი უცხოეთში დაბადებულმა ფეხბურთელებმა. კარგად მახსოვს როგორ დაეხმარა "საქართველო" (ვისაც ხელეწიფებოდა მათ ვგულისხმობ) ფოცხვერიას მაშინ როდესაც მას პრობლემები შეუქმნეს ჩვენმა ე.წ. ძმებმა საქართველოს არჩევისათვის.
ვერავის ვერაფერს დავაძალებ ყველამ თავისი გულით გააკეთოს არჩევანი. მე საერთოდ მხოლოდ ერთხელ შევთავაზებდი და თან ისე რომ ბურთი მის ტერტორიაზე დამეტოვებინა. სანამ თვითონ არ შემომეხმიანება მეტ შეთავაზებას აღარ გავაკეთებ.