ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

7 ივნისს, 20 საათზე საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.

11 ივნისს, 19 საათზე (თბილისის დროით 20 საათზე) ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ქალაქ კიშინიოვში, მოლდოვის წინააღმდეგ გამართავენ.

ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში 25 ფეხბურთელია გამოძახებული, მათ შორის 3 ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ლიგას წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("მორეირენშე", პორტუგალია),
როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე ("ესბიერგი", დანია), უჩა ლობჟანიძე ("ატირაუ", ყაზახეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", რუსეთი), ჯემალ ტაბიძე ("ურალი", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ნეფთჩი", აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), ლაშა დვალი ("ირტიში", ყაზახეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი ("დიოშგიორი", უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი)

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ნიკა კაჭარავა ("ეთნიკოსი", კვიპროსი), ბაჩანა არაბული ("დინამო", თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე ("ორენბურგი", რუსეთი), გიორგი არაბიძე ("შახტარი", უკრაინა)

ვლადიმირ ვაისმა ასევე ის 7 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ომარ მიგინეიშვილი ("სამტრედია", სამტრედია), გიორგი ქიმაძე ("ტორპედო", ქუთაისი), თეიმურაზ შონია ("დინამო", ბათუმი), საბა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), ჯაბა ჯიღაური ("ვარდარი", სკოპიე), ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი", თბილისი), დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია)

საკლუბო მატჩებში მიღებული ტრავმების გამო უახლოეს ორ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს გიორგი ქვილითაია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებლად თბილისში 2 ივნისიდან შეიკრიბება. ის ფეხბურთელები, რომლებსაც შეკრების დაწყების დროს საკლუბო მატჩები აქვთ დაგეგმილი, ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან.
მკითხველის კომენტარები / 30 /
მთელი ქვეყანა დინამოს სტადიონზე დაჯდება და რეიტინგი ჩვენზე მაღალი აქვთ.დვალიშვილსა და ლობჟანიძეს კი მადლობა უნდა გადავუხადოთ,რადგან ყოველ გამოძახებაზე ჩამოდიან და რაც შეუძლიათ აკეთებენ.აი რომ არ ჩამოსულიყვნენ,მაშინ ალბათ მოღალატეებს დავუძახებდით.თქვენს შეფასებებს ვკითხულობ მაგრამ მათზე აუგს ვერ ვიტყვი,მწვრთნელს თუ არ სჭირდება,ხომ არ გამოიძახებდა,ესე იგი ხედავს მათში იმას,რის გამოც ათამაშებს და თუ რამე ისე არ არის ,ამაში ეს ბიჭები დამნაშავეებიარ არიან.გავიგოთ მეგობრებო ეს და შევწყვიტოთ მათი ლანძღვა.
სოსო
25 მაისი 2017 21:57
0
შემადგენლობას, ჩვენი გულშემატკივრების ნაწილის თვალით აკლია: ჰუფნაგელი, ბერიძე, ებრალიძე, ცისკარიძე.უჩას კიდე ნუ გადაეკიდეთ, მაგის დიდი დამსახურება იყო საფრანგეთთან ფრე და ესპანეთთან მოგება! დღესაც ის შეუცვლელია დ ა ც ვ ა შ ი! დვალიშვილი ზედმეტია, მაგრამ რა ფეხბურთასაც ვაისი ათამაშებს ნაკრებს-პრესინგს მეტოქის ნახევარზეც, ამის ფიზიკური მონაცემი მხოლოდ დვალიშვილს ააქვს! P.S როდესაც იძახებან შერგელაშვილს(არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს), მაშინ ბერიძემ რა დააშავა... ოხ ფედერაციავ, სარფიანი ტრანსფერი გინდა გასჭრა ხომ...
ალექსი
25 მაისი 2017 21:44
0
აუ მართლა ცისკარა გამოედზახებინა რააა!!! ფორმაშია,თამაშობს სტაბილურად და მაგ კაკაბაძის და ლობჟანიძის პრობლემაც მოიხსნებოდა!!!
luk
25 მაისი 2017 21:41
0
დღეის მდგომარეობით, ტრავმებისა და უთამაშებლობის გათვალისწინებით, გამოძახებული ფეხბურთელებიდან მხოლოდ მაკარიძე,კაშია, კვირკველია, დვალი, კვეკვესკირი,ანანიძე, მერებაშვილი, კაი გვილია,არაბიძე და კაჭარავაა ღირებული.შერგელაშვილი არ ვიცი ვინაა. 4-5 ისეთი ფეხბურთელი არ ყავს გამოძახებული, რო მაგრა გამიკვირდა, მითუმეტეს დღევანდელ კრიზისულ სიტუაციაში. ვნახოთ, ვნახოთ
ვასო
25 მაისი 2017 20:53
0
ერთი თვე რომ ივარჯიშოს გუცაევმა მართლა ყველას აჯობებს. 20-30 წუთს როგორ ვერ ითამაშებს 100 წლის ხომ არ არის?! კარგი ვარიანტია. აუცილებლად უნდა მოვსინჯოთ!
aburjga
25 მაისი 2017 20:49
0
ზურაბ ცისკარიძის რა არ მოგეწონათ თქვე ოჯახ აშენებულებო. თვალები გაახილე ვაის. კაცი დაფრინავს მოედანზე გამოიძახე ამხანაგურში მაინც
ბექა
25 მაისი 2017 18:56
0
რაც არ უნდა ვიყვიროთ უჩა 100 თავით ჯობს კაკაბაძეს
casila
25 მაისი 2017 18:06
0
სერიოზული მოწინააღმდეგეები გვყოლიაა
zura
25 მაისი 2017 17:59
0
კარგი, გავიგე, რომ დვალიშვილი და უჩა ამ საიტზე კომენტარებს არ კითხულობენ, მაგრამ ქართველ კაცს უამრავი ნათესავი და მეგობარი ყავს და თქვე ოჯახაშენებულებო, ურჩიეთ, რომ არ ჩამოვიდნენ კიდევაც რომ გამოიძახონ, თქვენ ხომ ითვლებით მაგათ კარგებად და კეთილებად და მაგათი ლანძღვა სასიამოვნო მოსასმენი არ უნდა იყოს მგონი, თორემ დანარჩენი, ნაკრებს გარდა, სტადიონზე თუ სხვაგან, მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ და ღმერთმა დალოცოს ორივე
llcl
25 მაისი 2017 17:53
0
რა უნდა დვალიშვილს რას ვერ ელევა,ეტყობა უკვე აღარც რცხვენია.
roma
25 მაისი 2017 17:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული