მთავარი მეკარისა და ფორვარდის გარეშე - დანაკლისი საქართველოს ნაკრებში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური და ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად 2 ივნისს შეიკრიბება.ვლადიმირ ვაისის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს გიორგი ლორია და ლევან მჭედლიძე გამოაკლდნენ.მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრების შემადგენლობას ომარ მიგინეიშვილი დაემატა, რომელიც საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" წარმოადგენს.

ამ დროისთვის ეროვნულ ნაკრებში 24 ფეხბურთელია გამოძახებული, მათ შორის ოთხი - საქართველოს ეროვნული ლიგიდან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია, სამტრედია)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,ყაზახეთი),
გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლაშა დვალი (ირტიში,ყაზახეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო,თბილისი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი) , ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია,პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი)

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი ,უკრაინა)

ვლადიმირ ვაისმა, ასევე ის 6 ფეხბურთელი დაასახელა,რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

გიორგი ქიმაძე (ტორპედო, ქუთაისი), თეიმურაზ შონია (დინამო, ბათუმი), საბა ლობჟანიძე (დინამო,თბილისი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, სკოპიე), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია)

საკლუბო მატჩებში მიღებული ტრავმების გამო, უახლოეს ორ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს გიორგი ლორიასა და ლევან მჭედლიძის გარდა, ასევე გიორგი ქვილითაია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან. 7 ივნისს, 20:00 საათზე საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. 11 ივნისს, 19:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე) ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ქალაქ კიშინიოვში მოლდოვას წინააღმდეგ გამართავენ.

წყარო: gff.ge

 

მკითხველის კომენტარები / 23 /
უჩა ლობჟანიძეზე უკეთესი მარჯვენა მცველი ჯერჯერობით არავინ სჩანს და არც ისე ცუდი დამცველიცაა. უბრალოდ შეტევაში მოიკოჭლებს. ასე რომ არაა ეს კაცი სალანძღავი.
შოთა
09:13 01-06-2017
0
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სამჭედლო - ყაზახეთის ატირაუ (საუკეთესო 5 გუნდშიც ვერ ხვდება)
ატირაუ
09:52 01-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული