2 ივნისს, ეროვნული ნაკრები სასტუმრო "ჰუალინგში" არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ს.კ."ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ეროვნულმა გუნდმა 15 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.
მეკარე: გიორგი მაკარიძე (მორეირეირენსე, პორტუგალია)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო,თბილისი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი),
საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები, რომლებმაც საკლუბო მატჩები ჩაატარეს, ნაკრებს 3 ივნისიდან შეურთდებიან, ხოლო ლეგიონერები, რომლებსაც შაბათ-კვირას საკლუბო მატჩები აქვთ დაგეგმილი, საქართველოში 5 ივნისს ჩამოვლენ.
საქართველოსა და სენტ კიტსის ამხანაგური მატჩი 7 ივნისს, 20:00 საათზე მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 11 ივნისს, 19:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე) მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა მოლდოვასა და საქართველოს ნაკრებებს შორის კიშინიოვში შედგება.
წყარო: gff.ge