გიორგი არაბიძე: ჩემთვის ნაკრებში გატანილი თითოეული გოლი მნიშვნელოვანია

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების მაისურით შესრულებული პირველი დუბლის (სულ 3 გოლი 3 მატჩში!) შემდეგ "ლელო" გიორგი არაბიძეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა გუშინდელ და მომავალ მატჩებზე...

- საქართველო-სტ.კიტსი და ნევისი 3:0 - შეცვალე და მოიგე! [VIDEO]
- ვლადიმირ ვაისი: არაბიძეს 90 წუთს ჯერ ვერ ვანდობ

- სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრები სერიოზული გუნდი არ არის, მაგრამ მოგება ამხანაგურ მატჩშიც სასიამოვნოა...
- რა თქმა უნდა! თანაც, ეს ისეთი თამაში იყო, უფრო მოლდოვასთან თამაშზე ვფიქრობდით და მოსამზადებლად ვიყენებდით. პირველი ტაიმი ისე ვერ ჩავატარეთ, როგორც
დავგეგმეთ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ.

- პირველი ტაიმი ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც დავგეგმეთო, თქვით. რას გულისხმობთ?
- ხომ ხვდებით, სუსტი მეტოქე რომ არის, ისეთი განწყობით ვერ დაუპირისპირდები, როგორც ძლიერს. ამის გამო ვერ გავიტანეთ. მაგრამ მეორე ტაიმში მოედანზე სულ სხვა განწყობით გავედით და ამან შედეგიც მოგვცა.

- ეტყობა, გუნდს და მოთამაშეებს გაუშინაურდით, რადგან უფრო თამამად თამაშობდით, ვიდრე პირველ ორ შეხვედრაში...
- ეს ბუნებრივიცაა. გუნდში უკვე ყველას კარგად ვიცნობ, ბიჭები გვერდში მიდგანან...

- მეტოქის სისუსტის მიუხედავად, დუბლის შესრულება მაინც სასიხარულოა...
- ნაკრებში პირველ ნაბიჯებს ვდგამ და ასეთ დროს თითოეული გოლი მნიშვნელოვანია, დუბლზე რომ არაფერი ვთქვათ. მქონდა გარკვეული ხარვეზები, რამდენჯერმე დავკარგე ბურთი, მაგრამ მთლიანობაში ეს კარგი თამაში იყო და მიხარია, საქართველოს ნაკრებში თამაშის საშუალება კიდევ ერთხელ რომ მომეცა.

- თამაშის შემდეგ ვაისი პირადად თქვენ თუ გელაპარაკათ?
- არა, მთლიანად გუნდს მიმართა...

- ჯარიმებზე საგანგებოდ ვარჯიშობთ?
- თავისუფალ დროს კარში დარტყმა მიყვარს, მაგრამ ამაზე საგანგებოდ არასოდეს მივარჯიშია (იცინის). ეტყობა, ასეთი ფეხი მაქვს.

- 11 ივნისს მოლდოვასთან შესარჩევი მატჩია. მეტოქე ბევრად სერიოზულია. თქვენ თუ მიემგზავრებით გუნდთან ერთად?
- როგორც ვიცი, გუნდში მეც ვიქნები.

- შანსებს როგორ შეაფასებდით?
- გუნდში კარგი განწყობაა და შანსი გვაქვს თუ არა, კიშინიოვში მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. ყურებჩამოყრილები ნამდვილად არ მივდივართ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მე მომწონს ეს ბიჭი და მისი შემართება... იმედი მაქვს რომ ითამშებს ისეთი შემართებით როგორც სტატიაში წერია... წარმატებები გიორგის...
giorgi
20:57 09-06-2017
0
u19 rato ar unda itamashos? varskvlavi gaxadet ukve?))))
qomagi
12:52 09-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული