ვლადიმირ ვაისი: არაბიძეს 90 წუთს ჯერ ვერ ვანდობ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების (3:0) შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- საქართველო-სტ.კიტსი და ნევისი 3:0 - შეცვალე და მოიგე! [VIDEO]

"დღეს ვერ ვაჩვენეთ ის ფეხბურთი, რომელიც გვსურდა. ეს რამდენიმე ფეხბურთელის ფორმაში არყოფნამ გამოიწვია.

ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. პირველ ტაიმში ნიკა კვეკვესკირს, ნიკა კაჭარავას, ვაკო ყაზაიშვილს დაღლილობა ეტყობოდათ, რაც თამაშის საერთო ხარისხზე იმოქმედა. ჩვენი მეტოქე არ იყო მაღალი დონის და მეორე ტაიმში ისინიც გადაიღალნენ, რასაც შეცდომები მოყვა, რომელიც გამოვიყენეთ.

არაბიძისნაირი ინდივიდუალისტები ასეთ
მატჩებში საჭირონი არიან, მაგრამ მას 90 წუთს ჯერ ვერ ვანდობ. ის ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდაა, თუმცა კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს.

ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, პირველად ითამაშა გიორგი მერებაშვილმა. მას, ისევე როგორც ყველა ქართველ ფეხბურთელს, ბურთთან დაშორება არ უყვარს. დღეს მან ბევრი იმუშავა, ბევრს ეცადა და მისით კმაყოფილი ვარ, თუმცა მე-15 წუთზე გოლი რომ გაეტანა, მეტოქე გაიხსნებოდა და თამაში სულ სხვანაირად წარიმართებოდა.

გეთანხმებით იმაში, რომ კვლავ გვიჭირს მომენტების გამოყენება. გულშემატკივარი ხედავს, რომ პრაქტიკის არმქონე ფეხბურთელები ძალიან სუსტად გამოიყურებიან. ეს განსაკუთრებით ვაკო ყაზაიშვილზე ითქმის. მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ, მაგრამ ბოლო სამი თვის განმავლობაში მან "ლეგიაში" მხოლოდ 30 წუთი ითამაშა. ეს ხომ სასაცილოა...

მოლდოვას თამაშები ვნახე, ძალიან კარგად იცავენ თავს და თუ იქ გამარჯვება გვსურს, შეცდომები დროულად უნდა გამოვასწოროთ.

დღეს განაცხადში არ იყვნენ ჯანო ანანიძე და ვაკო გვილია. მათ მცირე დაზიანებები ჰქონდათ და დღეს ვერ გავრისკე მათი დაყენება, თუმცა მოლდოვაში ორივე მოდის. ბევრი ფეხბურთელია ტრავმირებული, ნახევარი გუნდი არ გვყავს, ამიტომ გარკვეული კორექტივების შეტანა მომიწევს თერთმეტეულში", - თქვა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ეს ვაისი აზრზე არაა მწვრთნელობის.არაბიძეს 90 წუთს ვერ ვანდობო.აბა ვის ანდობს დვალიშვილს?რომელმაც უბრალოდ ფეხბურთის თამაში არ იცის.ან რომელი ჯობია არაბიძეს?წავიდეს ვაისი თავის გზაზე დროულად.დანიშნეთ გეგუჩაძე ან სხვა ქართველი მწვრთნელი ვისაც რაღაც შედეგი ქონდა.
გოგა
13:15 11-06-2017
0
ბოდიში მაგრამ მერებაშვილი კარგი თქვენ გამოაძახებინეთ მაგრამ ერთი მომენტი მაინც შემახსენე როდის გაამართლა. ეგ ფეხბურთი არაა. ჩამოუყალიბებელი შეუმდგარი ფეხბურთელია. ძალიან არასწორი რაღაცები გიხარიათ. მაგიტომაც არის ამ დღეში გუნდი. აცადეთ ამ კაცს ჩვენზე ბევრად მეტი იცის ასე მგონია
Mamus
23:41 08-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული