[რეპორტაჟი] საქართველოს ნაკრები კიშინიოვშია, მოლდოველებმა ვაისი გამოარჩიეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე კიშინიოვშია, სადაც 11 ივნისს, თბილისის დროით 20 საათზე, "ზიმბრუს" სტადიონზე დაუპირისპირდება მასპინძელთა ნაკრებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

ქართულმა დელეგაციამ, რომელშიც ხუთი ჟურნალისტიც შედის, მშვენივრად იმგზავრა ნოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვამდე. ვიფრინეთ ორ საათზე ოდნავ მეტი და თბილისის დროით ექვსის ნახევარზე კიშინიოვის მთავარ აეროპორტში დავეშვით.

თუ არ ჩავთვლით ბოლო წამს გამოკლებულ ჯანო ანანიძეს და ლაშა დვალს, ნაკრები სრული შემადგენლობით ჩაფრინდა მოლდოვის დედაქალაქში. ადრევე ვიყავით შეგუებულები იმას, რომ ტრავმების გამო არაერთი ფეხბურთელი დაგვაკლდებოდა.

კიშინიოვი მზიანი დარით შეგვეგება. ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსია. ცხელა, მაგრამ შემაწუხებლად არა. ზოგადად, გუნდში კარგი განწყობაა. ბიჭებმა თვითმფრინავში ინტელექტუალურ თამაშებში მოსინჯეს ძალა – რა? სად? როდის? საქართველოს ნაკრების შესრულებით კარგი საცქერი გახლდათ.

საქართველოს ნაკრები სასტუმრო ‘"რედისონში" ცხოვრობს, ჩვენ კი ასევე ქალაქის ცენტრში მდებარე "კიშინიოვში" დავბინავდით. თვალის ერთი გადავლებით კიშინიოვში დიდი საფეხბურთო აჟიოტაჟი არ იგრძნობა. ეგაა, ჩამოვედით თუ არა, აეროპორტში რამდენიმე მოლდოველმა ქომაგმა სურათები გადაიღო ვლადიმირ ვაისთან.

თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე ვაისი წინასამატჩო პრეკონფერენციას გამართავს, მერე კი საქართველოს ნაკრების ვარჯიში იქნება.

ალეკო კაკაურიძე კიშინიოვიდან
სპეციალურად Spotall.ge-სთვის

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
უბედურებო, საქართველოს ნაკრების გამარჯვება ბუნების პარადოქსია
ზურა
11 ივნისი 2017 19:37
0
მოლდავეთს კი არა თუ რამე პრეტენზია არის სხვა ნაკრებებსაც უფრო ძლიერებსაც უნდა მოუგო სახლშიც და გასვლაზეც,არადა არის პრესპექტივა გამოჩნდა წინა შესარჩევის თამაშებში,წარმატებებიი
smouk
11 ივნისი 2017 03:58
0
ვინ ითამაშა?...ვინ გაერთო?...ხვალ არაა თამაში შე კაცო?:)))
murtalo
11 ივნისი 2017 03:18
0
კრიტიკის გარეშე სული ამოგხდებათ თუ რა გჭირთ ხალხო? არ შეიძლება მსუბუქად შეხედოთ? ცოტა ნაწერსაც თუ მიაქცევთ ყურადღებას და ბატიფეხურად არ დაწერთ ეგეც უკეთესი იქნება. არ წაიღეს ტვინი ამ პროფესორობით. ვიტყვი არ დავწერთქო მაგრამ.....გაერთნენ რა ბიჭები ითამაშეს დებოში ხომ არ ატეხეს ვაა რა ხალხია გადაირევი რა .
საქართველოს ქომაგი
11 ივნისი 2017 00:01
0
შოთას. შენ კლავიატურაზე სწორად ასოები ვერ აგიკრეფია და საერთოდ აზრზე რომ არა ხარ არაფრის უკვე გასაგებია.
lo
10 ივნისი 2017 22:37
0
უნდა ივარჯისონ ტეორიაში ტვიტმფრინავში გასაგებატ რომ აგიხსნა ყაზაიშვილმა რომ უნდა მიაწოდოს ბურტი ცარიელში რომ არის ინტელექტუალური ტამასი კიდევ გიმეორებ უნდა იტამაშონ გერმანელებმა ესპანელებმა და ასე სემდეგ
შოთა გუგეშაშვილი
10 ივნისი 2017 21:49
0
შოთAს. შენ სიტყვა ინტელექტუალურის მნიშვნელობამე მგონი საერთოდ არ იცი.
lo
10 ივნისი 2017 20:38
0
ინტელექტუალური ტამასი კი არა ინტერექტუალური აზროვნება ისწავლონ მინდორზე პას რომ ვერ აკეტებენ 1 მეტრსი იზე ბაქიბუქიტ წერტ ტიტკოს გერმანიის ნაკრები ცასულიყო მოლდავეტში
შოთა გუგეშაშვილი
10 ივნისი 2017 20:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული