"ლოგიკური შედეგია - ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ ყოფნის"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- მ/ჩ. შესარჩევი: საქართველომ მოლდოვას 0:2 "ამოუქაჩა" და ქულა მოიპოვა

- მაყურებელმა ღია ფეხბურთი იხილა. პირველ ტაიმში იყო შეცდომები. ფრე ლოგიკური შედეგია. მოლდოვამ პირველ ტაიმში კარგად ითამაშა. მეორე ნახევარში შეცვლაზე შევიდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც გამოაცოცხლეს თამაში. ეს ასეც უნდა იყოს. იყო შეცდომები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ. სამწუხაროდ, ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ ყოფნის.

- რატომ არ დააყენეთ ძირითადში გიორგი მერებაშვილი და რას იტყვით მოლდოველთა იმ
გოლზე, რომლის დროსაც მეტოქის ფეხბურთელს ბურთი აშკარად გაექცა მოედნის ფარგლბს გარეთ?
- როცა შეცვლაზე შესული ფეხბურთელი იტანს გოლს, ჩნდება ასეთი შეგრძნება. ამ შემთხვევაში უფრო გამოცდილ ფეხბურთელებზე გავაკეთე აქცენტი.

რაც შეეხება იმ ეპიზოდს, ბურთი 20 სანტიმეტრით გადავიდა, მაგრამ ეს შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს. უმაღლესი დონის მატჩებშიც უშვებენ მსაჯები ასეთ შეცდომებს. ცდებიან ფეხბურთელებიც და - მწვრთნელებიც.

- საქართველოს ნაკრები კვლავ მოუგებელია შესარჩევ ციკლში. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შესაძლებლობები იწურება საქართველოს ნაკრებში?
- რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში მწვრთნელია პასუხისმგებელი. მოგეხსენებათ, არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა. ფსიქოლოგიურად საქართველოს ნაკრებში ყველაფერი რიგზეა.

- პირველი ტაიმი შორს იყო იდეალურისგან, მეორე კი უკეთესი გამოვიდა. ეს იმით ხომ არ იყო გამოწვეული, რომ საქართველოს ნაკრები უფრო შემტევი შემადგენლობით გამოვიდა სათამაშოდ?
- ჩვენ ვიცოდით, რომ მოლდოვას ნაკრები იღლება. გვინდოდა, პირველ ტაიმში გოლი არ გაგვეშვა. იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. უკეთესი იქნებოდა, 0:0-ზე გაგვეკეთებინა ცვლილებები, მაგრამ სხვა რეალობის წინაშე დავდექით. ორი ბურთით ჩამოვრჩით.

- გიორგი არაბიძეზე უნდა გკითხოთ. ასევე იმაზეც, თუ რატომ დააყენეთ ძირითად შემადგენლობაში ერთად ჯაბა კანკავა და ბუბა დაუშვილი...
- არაბიძეს რაც შეეხება, მოხარული ვარ, 90 წუთი რომ ითამაშა. ასევე ტაბიძეც უნდა შევაქო. იყო ორი ვარიანტი და მე ავირჩიე შემადგენლობა არაბიძესთან ერთად. რაც შეეხება დაუშვილს და კანკავას, მათ ისე ითამაშეს, როგორც ჩვენი ტაქტიკა მოითხოვდა.

ალეკო კაკაურიძე კიშინიოვიდან
სპეციალურად Spotall.ge-სთვის

მკითხველის კომენტარები / 65 /
მოგება გვინდაო და 7დაცვითი სტილის ფეხბურთელით დაიწყო თამაში.ვის რა გაეკეთებინა და რა ევალებოდა ვეღარ გაეგოთ.ჯერ იყო და მცველებმა კინაღამ ერთმანეთი დახოცეს,ეჭვი მაქვს,რომ ლობჟანიძის ტრავმა სერიოზული იქნება,ჯვარედინი მყესების,შემდეგ ცენტრალურმა მცველებმა იმდენი და ისეთი შეცდომები დაუშვეს კი არა,რამდენიმე თვითონ შექმნეს,რომ მხოლოდ ორი გოლის გაშვება დიდი გამართლება იყო.ვაკომაც და მერებაშვილმაც ჩემი ხედვით ცუდად ითამაშეს,მით უმეტეს ვაკოს ძალიან აქვს ფორმა დაკარგული,მაგრამ საჭირო მომენტშიკარგად დაარტყეს და გოლებიც გაიტანეს.ამაზეა ნათქვამი;ვინც მიდიოდა ფქვავდაო და ვინც არა,ჯერსა კითხულობდაო.ვაკოც და გიორგიც შეტევაზე იყვნენ ორიენტირებულები და გაიტანეს,იმ დაცვითი ხაზის ფეხბურთელებს კი ერთმანეთის ხელის შეშლის მეტი არაფერი გამოსდიოდათ,მით უმეტეს კაშია ,კვირკველია და ტაბიძე თითქოს ყველაზე ფორმაში მყოფნი და სათამაშო პრაქტიკით დატვირთულნი არიან,მაგრამ ელემენტარულ შეცდომებს უშვებდნენ კარის წინ და მიუხედავად სიმაღლეში უპირატესობის,ეს არც ჩვენი კარის წინ იგრძნობოდა და მით უმეტეს არც მეტოქის კარის წინ.არაბიძე ჯერ ბავშვია და მთელი თამაშის თავზე აღება ბუნებრივია გაუჭირდა,მით უმეტეს რომ ძალიან მჭიდროდ ეთამაშებოდნენ,კაჭარავას კი აუცილებლად სჭირდება მეწყვილე,ვისთანაც ბურთს გაათამაშებს,თორემ მარტოს არც ტექნიკა ჰკმარა,არც სისხარტე,რომ თამაში გაამწვავოს.კვეკვესკირმა თამაში დაალაგა და ვფიქრობ მან შეიტანა გარდატეხა თამაშის სურათში.მთლიანობაში რაცა ვართ,ესა ვართ და სჯობს ვაისმა ისევ ის აქტიური პრესინგზე დაფუძნებული თამაში განაგრძოს ,ვიდრე ქეცბაიას მოდელს დაუბრუნდეს.რასაც გავუძლებთ, გავუძლებთ და იქნებ ბოლომდეც გაუძლონ ბიჭებმა.
სოსო
12 ივნისი 2017 14:12
0
ფეხბურთელების დაბალი კლასი პრობლემაა, ამაზე ორი აზრი არა, მაგრამ ვაისი არ უნდა გვამცირებდეს თავისი მატჩის შემდგომი კომენტარებით. ზუსტადაც დაცინვაა უთამაშებელ ფეხბურთელებიზე აპელირება, თითქოს მათ ალეკო კაკაურიძე იწვევს ნაკრებში. ან რას ნიშნავდა მისი "ყაზაიშვილს უბურთოდ თამაში უნდა ვასწავლო" - დებილრბის სკოლაა? ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელს რა უნდა ასწავლო? გუნდში თეორიული მეცადინეობები არ უტარდება? ნაკრების ფეხბურთელს აძლევენ დავალებას და თუ ვერ ასრულებს აღარ იწვევენ. მაგრამ ჩვენი უბედურება ისაა, რომ ელემენტალურად უვიცებად გვთვლის, პირველ რიგში ჟურნალისტებს და მერე გულშემატკივარს. პრინციპში მართალიც არის, გასდის.
კობიაშვილის დანაშაული კი, ის არის, რომ ამ დამცირებას იღებს, დავიჯერო არც ფინკე და არც მაგათი თეორიულ მეცადინეობებს არ ატარებდა? მან ნაკრების მწვრთნელისგან გაიგო პირველად საფეხბურთო თეორია? დაასახელეთ რომელიმე მწვრთნელი, ქეცბაიას და ვაისის გარდა, ფეხბურთელებს აბრალებდეს წარუმატებლობას.
მე ვეტერანი ფეხბურთელების გამკვირვებია, რატომ არიან ჩუმად? განა რას უხდის ფედერაცია ამდენს? ან ყველას უხდის? ვაისმა ასეთი კომენტარებით მთელი ქართული საფეხბურთო ინტელექტი, ვანუატუს აბორიგენი ტომის საფეხბურთო ცოდნასთან გააიგივა. ჩვენ კიდევ ვითმენთ და ველოდებით როდის გაბრწყინდება საქართველო განაპირა მცველების შეტევით...
goga kakabaze
12 ივნისი 2017 14:09
0
შეხედეთ ცხოვრებას პოზიტიურად. მე მგონი უნდა გვიხაროდეს, რომ გუშინ საქართველომ და მოლდოვამ ახალი თამაში გამოიგონეს. რაღაც შუა ფეხბურთსა და რაგბს შორის. მოდი ვუწოდოთ მას ფეხრაგბი. გაივლის წლები და ჩვენ და მოლდოვა ვიქნებით მუდამ ან ჩემპიონი ან ვიცეჩემპიონი. გავხდებით ოლიმპიური ჩემპიონები ან ვიცეჩემპიონები. მადლიერი შთამომავლობა ალბათ ამათ ძეგლს დაუდგამს. ნუ რაღაცას ხომ მაინც დაუდგამს.
haha
12 ივნისი 2017 13:51
0
ვაისი გასაშვებია,უეჩველი,არასწორ სასტავს აყენებს,და ქეცბაიასავიტ ტავს იმარტლებს მარტო...
aba hee
12 ივნისი 2017 13:37
0
პრობლემა მწვრთნელში არ არის, ცალსახად ჩანს გუნდს მაღალი დონის ფეხბურთელები არა ყავს, მაგრამ რაც მეორე ტაიმში გაკეთდა 2 ბურთის ამოქაჩვა ამისთანა ფორმაციის ნაკრებისთვის მართლაც დიდი მიღწევაა. ვიღაც იტყვის მოლდოვაც არ მყავდეს გრანდიო, მგრამ კიდევ ვიმეორებ მე ვერ ვიხსენებ 2 ბურთი რომ ამოგვექაჩოს, როდესმე.
gia
12 ივნისი 2017 13:23
0
პეხბურტელებს ვაბრალებტ ყველაპერს, არადა საკმე მწრტვნელსჰია ,რა ვერ გაიგეს პედერაციასჰი კარტველი მწვრტნელი გვინდა ,
giga
12 ივნისი 2017 13:22
0
კობის შეეშვით რაც უნდოდა იმას მიაღწია... ფეხბურთის განვითარებით რომ ყოფილიყო დაინტერესებული პარლამენტში არ შეყოფდა თავს, ფედერაციაში უბრალოდ დძმა ბიჭები დაასაქმა. ამ ყველაფერს ბატონი კახი კალადძე მართავს არჩევნების დღიდან . პ.ს. ისე გეგუჩადძეც გესინჯათ ბატონო კალადძევ ??
დათო რუსთავიდან
12 ივნისი 2017 13:17
0
აქ ვიღაც უვიცები კობიაშვილს აგინებენ,მაგრამ რა უნდათ მისგან ვერ გავიგე-თვითონ ითამაშოს ფეხბურთი?! ეს თაობა კი ახალკაცი-უმცროსის და დომენტის პერიოდში აღიზარდა! კობი, ორ წელიწადში, ფეხბურთელებს ვერ გამოჩეკავდა!
მთავარია,რომ კარგი პროგრამები დაიწყო ფეხბურთში და შედეგი, 4-5 წელიწადში ,აუცილებლად იქნება!
dima
12 ივნისი 2017 13:08
0
რა შემოაბრუნა ჯერ ესერთი მოლდოვასთან რომ შემობრუნება დაგჭირდება მეორე რა ეტყობა ნაკრებს მწვრთნელის ხელი ესენი მგონი ვარჯიშზე მარტო კვადრატს თამაშობენ! გაუშვით
კახა
12 ივნისი 2017 12:56
0
თავმოყვარე მწვრთნელი კიდე ხელფასზე ტირილს არ დაიწყებდა და რეალურად რაც ეკუთვნოდა იმას დაჯერდებოდა... დღეს საქართველოს ნაკრებში ვაისზე უკეთესს ვერავის მოვიყვანთ ერთადერთი გეგუჩაძე მგონია რო უკვე მზად არის ნაკრებისთვის და ახალგაზრდულისთვის უკვე ზედმეტად კარგია...
effe
12 ივნისი 2017 12:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული