"ლოგიკური შედეგია - ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ ყოფნის"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- მ/ჩ. შესარჩევი: საქართველომ მოლდოვას 0:2 "ამოუქაჩა" და ქულა მოიპოვა

- მაყურებელმა ღია ფეხბურთი იხილა. პირველ ტაიმში იყო შეცდომები. ფრე ლოგიკური შედეგია. მოლდოვამ პირველ ტაიმში კარგად ითამაშა. მეორე ნახევარში შეცვლაზე შევიდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც გამოაცოცხლეს თამაში. ეს ასეც უნდა იყოს. იყო შეცდომები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ. სამწუხაროდ, ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ ყოფნის.

- რატომ არ დააყენეთ ძირითადში გიორგი მერებაშვილი და რას იტყვით მოლდოველთა იმ
გოლზე, რომლის დროსაც მეტოქის ფეხბურთელს ბურთი აშკარად გაექცა მოედნის ფარგლბს გარეთ?
- როცა შეცვლაზე შესული ფეხბურთელი იტანს გოლს, ჩნდება ასეთი შეგრძნება. ამ შემთხვევაში უფრო გამოცდილ ფეხბურთელებზე გავაკეთე აქცენტი.

რაც შეეხება იმ ეპიზოდს, ბურთი 20 სანტიმეტრით გადავიდა, მაგრამ ეს შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს. უმაღლესი დონის მატჩებშიც უშვებენ მსაჯები ასეთ შეცდომებს. ცდებიან ფეხბურთელებიც და - მწვრთნელებიც.

- საქართველოს ნაკრები კვლავ მოუგებელია შესარჩევ ციკლში. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შესაძლებლობები იწურება საქართველოს ნაკრებში?
- რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში მწვრთნელია პასუხისმგებელი. მოგეხსენებათ, არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა. ფსიქოლოგიურად საქართველოს ნაკრებში ყველაფერი რიგზეა.

- პირველი ტაიმი შორს იყო იდეალურისგან, მეორე კი უკეთესი გამოვიდა. ეს იმით ხომ არ იყო გამოწვეული, რომ საქართველოს ნაკრები უფრო შემტევი შემადგენლობით გამოვიდა სათამაშოდ?
- ჩვენ ვიცოდით, რომ მოლდოვას ნაკრები იღლება. გვინდოდა, პირველ ტაიმში გოლი არ გაგვეშვა. იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. უკეთესი იქნებოდა, 0:0-ზე გაგვეკეთებინა ცვლილებები, მაგრამ სხვა რეალობის წინაშე დავდექით. ორი ბურთით ჩამოვრჩით.

- გიორგი არაბიძეზე უნდა გკითხოთ. ასევე იმაზეც, თუ რატომ დააყენეთ ძირითად შემადგენლობაში ერთად ჯაბა კანკავა და ბუბა დაუშვილი...
- არაბიძეს რაც შეეხება, მოხარული ვარ, 90 წუთი რომ ითამაშა. ასევე ტაბიძეც უნდა შევაქო. იყო ორი ვარიანტი და მე ავირჩიე შემადგენლობა არაბიძესთან ერთად. რაც შეეხება დაუშვილს და კანკავას, მათ ისე ითამაშეს, როგორც ჩვენი ტაქტიკა მოითხოვდა.

ალეკო კაკაურიძე კიშინიოვიდან
სპეციალურად Spotall.ge-სთვის

მკითხველის კომენტარები / 65 /
ბიჭოო ნუ ხართ ეს პროფესორები რაა რეალურად შეხედეთ ყველაფერს ამაზე მეტ შედეგეს ვაისი კიარა ვერც ჟოზე და ვერც ანჩელოტი ვერ დადებს... ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი გუშინ იყო შახტარის დუბლშემადგენლობიდან და რომელ შედეგზე მელაპარაკებით... ჯანო ოქრი ქვილითაია და მჭედლიძე გვაკლდა კიდე რო არ გავნადგურდით მადლობელი ვარ.. გაიგეთ რო აღარ გვყავს ეს 82 წლის დინამო და არც პაიჭაძე
effe
12 ივნისი 2017 12:49
0
არ მესმის მათი ვინც ვაისი გადადგომას ითხოვს..

რომელ მწვრთნელთან ნახეთ, რომ საქართველოს ნაკრებს თამაში შემოებრუნებინოს? ამ დაბალი დონის ფეხბურთლებეით მოლდოვასთან სახლში ფრე არის მაქსიმალური შედეგი.
unda darches
12 ივნისი 2017 12:33
0
მალე გაუშვებენ ვაისს. მერე მოვა ამაზე უტვინო და იტყვიან ვაისს გავეყარეთ და ვუისს შევეყარეთო
ბებეტო
12 ივნისი 2017 12:19
0
თავმოყვარე მწვრთნელი გაადადგებოდა,,,
rezi
12 ივნისი 2017 12:11
0
1 ლობჯანიძე არ გეყოთ რამდენი მოგიწვევით ნაკრებში
prezidenta
12 ივნისი 2017 12:11
0
ორივე თამაში მოლდოვასთან ვაისმა წააგო პორადად უაზრო შემადგენლობის დაყენებით. ნაკრებს მარტო გეგუჩაძე თუ უშველის რომ რაღაც დონეზე მაინც ვითამაშოთ ოდესმე ის თუ მოგვაცილებს ამ დვალიშვილს და ლობჟანიძეს თორემ ამათ ჯვარი აქვთ დაწერილი ამათზე
///////
12 ივნისი 2017 12:11
0
-რაც ქვეყანაა ის ნაკრებიც ყავს
zoro
12 ივნისი 2017 12:01
0
თუ სათამაშო პრაქტიკა არა აქვს, აბა როგორ იძახებ ნაკრებში? ეროვნულში ვინც სულ თამაშობს ის მაინც გამოიძახე. ე.ი. შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ უთამაშებელი ფეხბურთელები პატრონიანები არიან!
ani
12 ივნისი 2017 11:55
0
ყველა ფეხბურთელი ვერ იქნება, ყველას ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს და ამ საქმეს ვასრულებთ ქვეყნისათვის. თუ ცუდად გამოგვდის რამე ვიღებთ სათანადო კრიტიკას და ვცდილობთ ხვალ უკეთესად გავაკეთოთ ჩვენი საქმე. აი ფეხბურთი სამწუხაროდ ანომალიურ სიტუაციაშია. არანაირი პროფესიონალიზმი,არანაირი ქვეყნის პატივისცემა და ყველაზე სამწუხარო იცი რა არის? არანაირი მცდელობა რომ თუნდაც ერთი ნაბიჯით მაინც წავიწიოთ წინ პირიქით ხალხი მოდის ფულს შოულობს მიდის მაგრამ ქართული ფეხბურთი ძალიან დიდი სისწრაფით მიექანება .... კენ. ასე რომ ეს კრიტიკაც სწორედ იმიტომ მოდის რომ ქვეყანა გვიყვარს ფეხბურთი გვიყვარს და მარადიულად გაფარჩაკებული არ უნდა ვიყოთ. 20 წელიწადია ფეხბურთს ვუყურებ და საქართველოს ნაკრები დღეს იმაზე გაცილებით სუსტი ნაკრებია ვიდრე მაშინ იყო შენი აზრით რატომ? ყველა ჩვენზე მაჩანჩალა ქვეყანამ ჩვენთან დაწერა ისტორია განვითარდა და დღეს რამოდენიმე თავით გვჯობია. ფარერის ნაკრებს შეხედე აბა ერთი გამარჯვება უკვე იზეიმეს ჩვენ როდის მოვიგეთ ბოლო თამაში თუ გახსოვს? სულ რამოდენიმე წლის წინ კი კატასტროფული ანგარიშით ვუგებდით აბა დღეს ეთამაშე ერთი თუ მოუგებ. ყველა წინ მიდის ჩვენ მივდივართ უკან მარტო.
სილიბისტრო - ს
12 ივნისი 2017 11:51
0
ყაზაიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძირითადის ღირსია!!!
tngh
12 ივნისი 2017 11:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული