"ლოგიკური შედეგია - ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ ყოფნის"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- მ/ჩ. შესარჩევი: საქართველომ მოლდოვას 0:2 "ამოუქაჩა" და ქულა მოიპოვა

- მაყურებელმა ღია ფეხბურთი იხილა. პირველ ტაიმში იყო შეცდომები. ფრე ლოგიკური შედეგია. მოლდოვამ პირველ ტაიმში კარგად ითამაშა. მეორე ნახევარში შეცვლაზე შევიდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც გამოაცოცხლეს თამაში. ეს ასეც უნდა იყოს. იყო შეცდომები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ. სამწუხაროდ, ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ ყოფნის.

- რატომ არ დააყენეთ ძირითადში გიორგი მერებაშვილი და რას იტყვით მოლდოველთა იმ
გოლზე, რომლის დროსაც მეტოქის ფეხბურთელს ბურთი აშკარად გაექცა მოედნის ფარგლბს გარეთ?
- როცა შეცვლაზე შესული ფეხბურთელი იტანს გოლს, ჩნდება ასეთი შეგრძნება. ამ შემთხვევაში უფრო გამოცდილ ფეხბურთელებზე გავაკეთე აქცენტი.

რაც შეეხება იმ ეპიზოდს, ბურთი 20 სანტიმეტრით გადავიდა, მაგრამ ეს შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს. უმაღლესი დონის მატჩებშიც უშვებენ მსაჯები ასეთ შეცდომებს. ცდებიან ფეხბურთელებიც და - მწვრთნელებიც.

- საქართველოს ნაკრები კვლავ მოუგებელია შესარჩევ ციკლში. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შესაძლებლობები იწურება საქართველოს ნაკრებში?
- რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში მწვრთნელია პასუხისმგებელი. მოგეხსენებათ, არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა. ფსიქოლოგიურად საქართველოს ნაკრებში ყველაფერი რიგზეა.

- პირველი ტაიმი შორს იყო იდეალურისგან, მეორე კი უკეთესი გამოვიდა. ეს იმით ხომ არ იყო გამოწვეული, რომ საქართველოს ნაკრები უფრო შემტევი შემადგენლობით გამოვიდა სათამაშოდ?
- ჩვენ ვიცოდით, რომ მოლდოვას ნაკრები იღლება. გვინდოდა, პირველ ტაიმში გოლი არ გაგვეშვა. იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. უკეთესი იქნებოდა, 0:0-ზე გაგვეკეთებინა ცვლილებები, მაგრამ სხვა რეალობის წინაშე დავდექით. ორი ბურთით ჩამოვრჩით.

- გიორგი არაბიძეზე უნდა გკითხოთ. ასევე იმაზეც, თუ რატომ დააყენეთ ძირითად შემადგენლობაში ერთად ჯაბა კანკავა და ბუბა დაუშვილი...
- არაბიძეს რაც შეეხება, მოხარული ვარ, 90 წუთი რომ ითამაშა. ასევე ტაბიძეც უნდა შევაქო. იყო ორი ვარიანტი და მე ავირჩიე შემადგენლობა არაბიძესთან ერთად. რაც შეეხება დაუშვილს და კანკავას, მათ ისე ითამაშეს, როგორც ჩვენი ტაქტიკა მოითხოვდა.

ალეკო კაკაურიძე კიშინიოვიდან
სპეციალურად Spotall.ge-სთვის

მკითხველის კომენტარები / 65 /
უკვე მეტამდენედ ვწერ,რა ნახეთ ამ დვალიშვილის და ლობჟანიძის ნათამაშევი?არ არიან ეს ფეხბურთელები ნაკრების დონის და რას ეძახით?ვაისი მე მგონი ფორმალურადაა მწვრთნელი.სხვები აყენებენ ალბათ შემადგენლობას.საზღვარგარეთიდან როცა მწვრთნელი ჩამოდის რაღაცა მაინც ხო უნდა შეიცვალოს გუნდის თამაშში?არა და არა.არაფერი შეცვლილა და წავიდეს ოჯახაყვავებული რა იქნება?იგივე შედეგს აქაურებიც დებდნენ და რა აზრი აქვს ვიღაცა გადამთიელს ფულები უხადოთ?
გოგა
12 ივნისი 2017 11:35
0
საბა ლობჟანიძე დაიმატაო გამიხარდა და რატო არ მისცა შანსი, ახალგაზრდა შემქმნელი ბიჭები როდის უნდა ათამაშოთ, ვაი მარტლა ვაი-სს და ზემდგომებს
kaxa
12 ივნისი 2017 11:07
0
დავაბრუნოთ კახი ცხადაძე.
დათო
12 ივნისი 2017 11:07
0
კობიაშვილი ყველაზე ბედნიერი კაცია, მაგარი ნაკრები გვყავს. მადლობა კობის :)
Giorgi
12 ივნისი 2017 11:06
0
მე არ მომწონს წაგება, მაგრამ ყოველთვის ვგულშემატკივრობ ჩემი ქვეყნის ნაკრებს და ფეხბურთელებს! თქვენ კი, ხან მწვთნელის და ხან ფეხბურთელების მაგინებლებო, სულ სხისგან, რომ ითხოვთ შედეგს და ქვეყნის სახელის მოხვეჭას, თქვენ თვითონ რას აკეთებთ და რატომ არ გრძნობთ თქვენ წილ პასუხისმგებლობას? თქვენი ბრალია რომ ვერ ვიგებთ, ამ ფეხბურთელებზე მეტათ რომ გიყვართ ეს ქვეყანა, გევარჯიშად ამათზე მეტი თავდადებით, დამდგარიყავით უკეთესი ფეხბურთელები და მოგეგოთ! არ მითხრათ ახლა მე ჩემ საქმეში ვარ პროფესიონალიო _ ვერ დავიჯერებ!
სილიბისტრო
12 ივნისი 2017 11:06
0
უკვე ნათელია, ვაისი უეფას რეკომენდაციით, კონკრეტული, ჩვენთვის გაურკვეველი მიზნითაა დანიშნული ნაკრებში, ვინაიდან უტვინო ადამიანის არ გავს. ხოლო ჩვენი ფედერაციის თავკაცები ალბათ რაღაც საფეხბურთო ექსპერიმენტიში მონაწილეობას დათანხმდნენ, რაღაც ძალიან ღირებულის სანაცვლოდ. სხვა მხრივ წარმოუდგენელია ქართველმა კაცებმა(?) ამ დონეზე დაკარგონ თავმოყვარეობა.
მე უფრო სერიოზულ და პერსპექტივაში წარმატებულ ექსპერიმენტს გთავაზობთ თქვენი ღირსების სასწრაფოდ აღსადგენად. დაამყარეთ კონტაქტი იაპონიის სუმოს ფედერაციასთან და შეარჩიეთ თერთმეტი წყალწაღებული სპორცმენი (სხვა არ დაგთანხმდებათ), რაც შეიძლება დიდი ფიზიკური გაბარიტებით. იუსტიციის სამინისტროს დახმარებით, მიანიჭეთ საქართველოს მოქალაქეობა, რის შემდეგაც გექნებათ შესაძლებლობა რადიკალური ცვლილება მოახდინოთ საფეხბურთო ტაქტიკაში, არანაკლები ვიდრე რინუს მიხელსმა. კერძოდ, ოთხი მოთამაშე წამოაწვინეთ კარის ხაზზე ისე, რომ შუაში, დაახლოებით ერთი მეტრი დარჩეს მეკარისთვის, დარჩენილი მოთამაშეები ღიპზე შეადგნენ მწოლიარეთ, სამი მეკარიდან მარცხნივ ამდენივე მარჯვნივ. მაღალ ბურთზე ასახტომად დაამუშავეთ შეძახილი - მარცხნივ მდგომთათვის - „აბა ჰე“ - მარჯვენებისთვის -„აბა ჰო“. შეძახილი იქნება ნიშანი მწოლიარეთათვის პრესის დასჭიმად, დახტომის მომენტში გაუთვალისწინებელი გარემოების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის მაინც ჩააცვით პამპერსები (მოთამაშის დაზღვევა ქართულად). ამავდროულად მხტომელების ხარიხაზე თავის რახუნის გასანეიტრალებლად კედელი შემოსეთ ჩაფხუტებით.
იმედია გუნდის ფორმის შესანარჩუნებლად ქართველი ლუდის მამები გვერდში დაგიდგებიან ამ საშვილიშვილო საქმეში.
დარწმუნებული ვარ, თქვენი წარმატება და მსგავსი კრდინალურ გარღვევა საფეხბურთო ტაქტიკაში, სამყაროს აუცილებლად შემორჩება სახელწოდებით - „ტოტალურად ჩა...ლი ქართველები“

პ.ს. არ დაგავიწყდეთ სამადლობელი წერილების გაგზავნა ინგლისის ფეხბურთის და იაპონიის სუმოს ფედერაციებში - ინგლისელებს მადლობა, კარების ზომის და მოთამაშეთა რაოდენობის ასეთი თანხვედრისთვის, ხოლო იაპონელებს მსგავსი გაბარიტების სპორცმენთათვის.

goga kakabaze
12 ივნისი 2017 10:50
0
დააბრუნეთ ცხადაძე!
ალეკსანდრე
12 ივნისი 2017 10:47
0
რამდენი ფულია გადახდილი ჩამოყვანილ მწვრთნელებში და შედეგი რა გვაქვს ან ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი თუ გვაქვს? დააფასეთ და საშუალება მიეცით ქართველ მწვრთნელებს! ჯერ არ ვართ საიმისიდ მზად რომ მწვრთნელები ჩამოვიყვანოთ და ჯიუტად ვაგრძელებთ ასეთი მიმართულებით სვლას და რატომ აგვიხსენით და კი ბატონო!
Dragonfly
12 ივნისი 2017 10:39
0
ბატონო ვლადიმერ ვაის გარდა იმისა რომ აყენებთ ისეთ შემადგენლობას რომელიც არაფლის შემქნელია მოედანზე, ამბობთ იმას რომ პრაკტიკა აკლიაო ფეღბურთელებს იქნებ თქვენც გაკლიად პრაქტი ?!!! დაანებეთ საქართველოში მოღვაწეობას თავი და ჩვენს მიერ გადახდილი თანხების მიღებას ბიუჯეტიდან მე პირადად დაგაჯარიმებდით ასეთი შემადგენლობის დაყენებისთვის!!!!!! თქვენ ქართველი არ ხართ და არც გაინტერესებთ ჩვენი ქვეყნის წინ სვლა და განვითარება, ასევე დავამატებდი რომ ზოგ ფეღბურთელს საერთოდ ჩამოვართმევდი უფლებას რომ ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს!!!!!!!
Kakhi21
12 ივნისი 2017 10:08
0
ეს კაცი ან ფეხბურთის გაგნებაში არ არის ან ერთი კვირის უკან შემადგენლობა დაუწერეს და იძულებული იყო დაეყენებინა. აი სხვა ახსნა უბრალოდ არ არსებობს. თუ იცი რომ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს რატო აყენებ? ეს დვალიშვილი რატო ვერაფრით მოვიშორეთ? მოქალაქეობა რო ჩამოვართვათ არა? უკვე ორი წელიწადია სტადიონზე აღარ წავსულვარ ჩემდათავად ამათი თამაშის ტელევიზორში მყურების...!!!
dadu
12 ივნისი 2017 10:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული