"ლოგიკური შედეგია - ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ ყოფნის"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- მ/ჩ. შესარჩევი: საქართველომ მოლდოვას 0:2 "ამოუქაჩა" და ქულა მოიპოვა

- მაყურებელმა ღია ფეხბურთი იხილა. პირველ ტაიმში იყო შეცდომები. ფრე ლოგიკური შედეგია. მოლდოვამ პირველ ტაიმში კარგად ითამაშა. მეორე ნახევარში შეცვლაზე შევიდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც გამოაცოცხლეს თამაში. ეს ასეც უნდა იყოს. იყო შეცდომები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ. სამწუხაროდ, ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ ყოფნის.

- რატომ არ დააყენეთ ძირითადში გიორგი მერებაშვილი და რას იტყვით მოლდოველთა იმ
გოლზე, რომლის დროსაც მეტოქის ფეხბურთელს ბურთი აშკარად გაექცა მოედნის ფარგლბს გარეთ?
- როცა შეცვლაზე შესული ფეხბურთელი იტანს გოლს, ჩნდება ასეთი შეგრძნება. ამ შემთხვევაში უფრო გამოცდილ ფეხბურთელებზე გავაკეთე აქცენტი.

რაც შეეხება იმ ეპიზოდს, ბურთი 20 სანტიმეტრით გადავიდა, მაგრამ ეს შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს. უმაღლესი დონის მატჩებშიც უშვებენ მსაჯები ასეთ შეცდომებს. ცდებიან ფეხბურთელებიც და - მწვრთნელებიც.

- საქართველოს ნაკრები კვლავ მოუგებელია შესარჩევ ციკლში. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შესაძლებლობები იწურება საქართველოს ნაკრებში?
- რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში მწვრთნელია პასუხისმგებელი. მოგეხსენებათ, არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა. ფსიქოლოგიურად საქართველოს ნაკრებში ყველაფერი რიგზეა.

- პირველი ტაიმი შორს იყო იდეალურისგან, მეორე კი უკეთესი გამოვიდა. ეს იმით ხომ არ იყო გამოწვეული, რომ საქართველოს ნაკრები უფრო შემტევი შემადგენლობით გამოვიდა სათამაშოდ?
- ჩვენ ვიცოდით, რომ მოლდოვას ნაკრები იღლება. გვინდოდა, პირველ ტაიმში გოლი არ გაგვეშვა. იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. უკეთესი იქნებოდა, 0:0-ზე გაგვეკეთებინა ცვლილებები, მაგრამ სხვა რეალობის წინაშე დავდექით. ორი ბურთით ჩამოვრჩით.

- გიორგი არაბიძეზე უნდა გკითხოთ. ასევე იმაზეც, თუ რატომ დააყენეთ ძირითად შემადგენლობაში ერთად ჯაბა კანკავა და ბუბა დაუშვილი...
- არაბიძეს რაც შეეხება, მოხარული ვარ, 90 წუთი რომ ითამაშა. ასევე ტაბიძეც უნდა შევაქო. იყო ორი ვარიანტი და მე ავირჩიე შემადგენლობა არაბიძესთან ერთად. რაც შეეხება დაუშვილს და კანკავას, მათ ისე ითამაშეს, როგორც ჩვენი ტაქტიკა მოითხოვდა.

ალეკო კაკაურიძე კიშინიოვიდან
სპეციალურად Spotall.ge-სთვის

მკითხველის კომენტარები / 65 /
ორი უსუსური ნაკრების შეხვედრა შესაბამისი ანგარიშით დამთავრდა
kako
12 ივნისი 2017 09:50
0
ჩემი აზრით ფეხბურთელებთან ნაკლები პრეტეზია უნდა გქონდეს,ეს მატჩი ჩააგდო ვაისმა.ავირჩიეთ ზედმეტად ფრთხილი ტაქტიკა,შეტევაში დაქვტოვა მწვრთნელმა გამოუცდელი არაბიძის და კაჭარავას იმედად. სხვა ფეხბურთელებს დაცვა ევალებოდათ სხვას ვერაფერს ვერ აკეთებდნენ და ისიც ვერ გააკეთეს სათანადოდ. აირჩია არასწორი ტაქტიკა, დაცვაში ვერ გაიგეს რა ევალებოდათ ფეხბურთელებს, ამ ტაქტიკამ დააბნია ჩვენი ფეხბურთელები. ამის შედეგი იყო ის რომ გაუაზრებლად შეეტაკნენ ერთმანეთს ლობჟანიძე და კვირკველია. მიდა ვთქვა რომ ნავალოვსკი არის ფაქტიურად უსუსტესი წერტილი ჩვენ ნაკრებში.ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს რომ მარცხენა ფლანგზე მოიძებნონ ნავალას შემცვლელი. კაშია,კვირკველია და ხოჭოლავა რომ გამოჯამრტელდება ნორმალური დაცვა გვეყოლება გვრჩება მარცხენა მცველი მოსაძებნი. ტაბიძეზე შეიძლება ითქვას რომ ჯერ აშკარად დაბალი დონეა. ნახევარდაცვაში კანკავა თავის მოვალეობას ბოლომდე ვერ ასრულებს, ჩაშლაში კარგია მაგრამ შეტევაში ნოლია,პასების მინიმუმ 90 პროცენტს უკან აკეთებს ასევე არის დაუშვილი. გამოჩნდა რომ უთამაშებელი ყაზაიშვილი გაცილებით სასარგებლოა ვიდრე დვალიშვილი. ჩემის აზრით ნაკრებები რომ გაცვალონ დობროვოლსკიმ და ვაისმა ორივე თამაშს მოიგებს დიდი ანგარიშით დობროვოლსკი. დღეს გვყავს ისეთი ფეხბურთელები რომლებსაც საშუალალო ევროპული დონის ფეხბურთის ჩვენება რომ შეუძლია , მაგრამ არ გვყავს სამწუხაროდ საშუალო ევროპული დონის მწვრთნელი!
kika
12 ივნისი 2017 09:28
0
"რაც შეეხება დაუშვილს და კანკავას, მათ ისე ითამაშეს, როგორც ჩვენი ტაქტიკა მოითხოვდა." - აი ამ უპასუხისმგებლო მწვრთნელს რაღა უნდა მოსთხოვო? -კობიაშვილო ლევან, იაშვილო ალექსანდრე, მუჯირო დავით და ა.შ თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა (ვითომ) ქართული ფეხბურთის განვითარების გამო, ეხლა კი გთხოვთ შეასრულოთ ეს მისია ბოლომდე და ან მწვრთნელი გაუშვით, ან ერთად წადით(ისე თბილად ზიხართ არ წახვალთ ვიცით, თან ეს ვაი-ჟურნალისტებიც მხარს გიჭერენ).
11 X
12 ივნისი 2017 09:24
0
უკვე მერამდენედ ვაისის შეცდომები წინა მატჩის საუკეთესო მოთამაშე მერებაშვილი დასვა სკამზე და ვის ათამაშებს, ვაისმა ამოწურა დიდი ხანია თავისი შესაძლებლობები, მოლდოვას აქაც უნდა მოუგო და იქაც, კაი მწვრთნელის ხელში, უკვე საკმარისია სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს გაუგებრობები. არაბიძეზე ამბობს არ არი მზად არადა საუკეთესო Fეხბურთელია დღეს-დღეობით.
nika
12 ივნისი 2017 09:23
0
გუშინ თამაშის დროს ვპიქრობდი ვაისი არარის გამოუცდელი და უვიცი მწრვთნელი დ რატომ დააყენა პირველი ტაიმში დაცვითი ტაკტიკა?მერე ლოგიკურად ვიმჯელე და დიდი ცოდნა არც ჭირდება ამის გაგებას.ჩვენი ფეხბურთელებიც ვერ თამაშობენ მაგალ დონეზე 2 ტაიმს მიტუმეტეს უთამაშებელი ვაკო.ვაისმა გათვალა დაგლილ მოლდაველებს გაუჭირდებოდათ ვაკოს მერაბიშვილის და კვეკესკირის გაჩერება და ასეც მოხდა.უბრალო პირველ ტაიმში ვერ შეასრულეს ბიჭებმა დავალება'ესეც კანკავას უთამაშებლობის ბრალია იმის ნახევარი ვერ ითამაშა რაც შეუდზლია.პოზიტივი მიუხედავად შედეგისა ისარის რომ ნაკკრებმა გოლების გატანა დაიწყო.
lasha
12 ივნისი 2017 08:32
0
აბა ჰე სპორტის მინისტრებო და დეპუტატებო დახვდით მოლდოვადან ჩამოსულ თვითმფრინავს და გადაიღეთ სურათები ამ ბალერინებთან თანაც ყურებამდე გაიღიმეთ
მურთაზი
12 ივნისი 2017 08:28
0
იმედიც მომიკვდა დიდი ხანია
mamuka
12 ივნისი 2017 02:04
0
ვთხოვოთ კალათბურთელებს და რაგბისტებს 5-5 ჯიგრიანი მოთამაშე ჩაასესხონ ფეხბურთს,ამათზე კარგად ნაღდად ითამაშებენ,იმიტომ რომ მათ თავმოყვარეობა და ვაჟკაცობა აქვთ,თუ მაინცდამაინც მეკარე დარჩეს და ერთი არაბიძე...
saiT mivdivarT yvelaferShi?
12 ივნისი 2017 00:46
0
კობიაშვილო და ვაის!!! თქვენი მშობლები მაინც შეიცოდეთ!!!ნუ აგინებინებთ ხალხს,მაზოხისტები ხართ?წაეთრიეთ....
kobiaSvili kaci megona
12 ივნისი 2017 00:42
0
ძალიან დაბალი დონის ჯურნალისტები გვყავს რაც განაპირობებს ნაკრების ყოფას დიდწილად,როდის უნდა ისწავლოთ სახლის აშენება იწყება საძირკველიდან,მერამდენე მწვრთელის გაშვებაზე უნდა იყაყანოთ?
ჯურნალისტის მოვალეობა მარტო სტატიის წერა და მატჩის წაყვანა როდია,მან სწორი დიაგნდიაგნოზი უნდა დასვას და შესაბამისად სწორი შეკითხვები უნდა დასვას თქვენ კიდე ჯერ ქეცბაიაო,მერე ცხადაძეო ეხლა ესო და დაირუპა მთლად ფეხბურთი
vazha
12 ივნისი 2017 00:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული