"ლოგიკური შედეგია - ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ ყოფნის"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- მ/ჩ. შესარჩევი: საქართველომ მოლდოვას 0:2 "ამოუქაჩა" და ქულა მოიპოვა

- მაყურებელმა ღია ფეხბურთი იხილა. პირველ ტაიმში იყო შეცდომები. ფრე ლოგიკური შედეგია. მოლდოვამ პირველ ტაიმში კარგად ითამაშა. მეორე ნახევარში შეცვლაზე შევიდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც გამოაცოცხლეს თამაში. ეს ასეც უნდა იყოს. იყო შეცდომები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ. სამწუხაროდ, ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ ყოფნის.

- რატომ არ დააყენეთ ძირითადში გიორგი მერებაშვილი და რას იტყვით მოლდოველთა იმ
გოლზე, რომლის დროსაც მეტოქის ფეხბურთელს ბურთი აშკარად გაექცა მოედნის ფარგლბს გარეთ?
- როცა შეცვლაზე შესული ფეხბურთელი იტანს გოლს, ჩნდება ასეთი შეგრძნება. ამ შემთხვევაში უფრო გამოცდილ ფეხბურთელებზე გავაკეთე აქცენტი.

რაც შეეხება იმ ეპიზოდს, ბურთი 20 სანტიმეტრით გადავიდა, მაგრამ ეს შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს. უმაღლესი დონის მატჩებშიც უშვებენ მსაჯები ასეთ შეცდომებს. ცდებიან ფეხბურთელებიც და - მწვრთნელებიც.

- საქართველოს ნაკრები კვლავ მოუგებელია შესარჩევ ციკლში. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შესაძლებლობები იწურება საქართველოს ნაკრებში?
- რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში მწვრთნელია პასუხისმგებელი. მოგეხსენებათ, არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა. ფსიქოლოგიურად საქართველოს ნაკრებში ყველაფერი რიგზეა.

- პირველი ტაიმი შორს იყო იდეალურისგან, მეორე კი უკეთესი გამოვიდა. ეს იმით ხომ არ იყო გამოწვეული, რომ საქართველოს ნაკრები უფრო შემტევი შემადგენლობით გამოვიდა სათამაშოდ?
- ჩვენ ვიცოდით, რომ მოლდოვას ნაკრები იღლება. გვინდოდა, პირველ ტაიმში გოლი არ გაგვეშვა. იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. უკეთესი იქნებოდა, 0:0-ზე გაგვეკეთებინა ცვლილებები, მაგრამ სხვა რეალობის წინაშე დავდექით. ორი ბურთით ჩამოვრჩით.

- გიორგი არაბიძეზე უნდა გკითხოთ. ასევე იმაზეც, თუ რატომ დააყენეთ ძირითად შემადგენლობაში ერთად ჯაბა კანკავა და ბუბა დაუშვილი...
- არაბიძეს რაც შეეხება, მოხარული ვარ, 90 წუთი რომ ითამაშა. ასევე ტაბიძეც უნდა შევაქო. იყო ორი ვარიანტი და მე ავირჩიე შემადგენლობა არაბიძესთან ერთად. რაც შეეხება დაუშვილს და კანკავას, მათ ისე ითამაშეს, როგორც ჩვენი ტაქტიკა მოითხოვდა.

ალეკო კაკაურიძე კიშინიოვიდან
სპეციალურად Spotall.ge-სთვის

მკითხველის კომენტარები / 65 /
კვეკვესქირმა შეცვალა თამაში რადიკალურად.ძაან მომწონს ეს ბიჭი.მერაბიშვილი ყაზაიშვილი კარგი იყო.
papu
12 ივნისი 2017 00:20
0
ვაისი: ,,რაც შეეხება დაუშვილს და კანკავას, მათ ისე ითამაშეს, როგორც ჩვენი ტაქტიკა მოითხოვდა."
მოკლედ ,,ტაქტიკა გვაქვს იმისთანა თავგზას აუბნევს ლობანოვსკის, ბილარდოს და ბეკენბაუერს"! არა?
mamuka
12 ივნისი 2017 00:04
0
mecodeba vaisi,vercert tamashze ver krebs ertdaigive shemadgenlobas da yoveltvis axali fexburtelebis dayeneba uwevs,exla titqmis meore shemadgenlobit itamasha da qula rom wamoigo moldavadan bevri ukmayofilebas gamotqvams,roca yvelam vicit uzlieresi shemadgenlobac ro gvyavda mashinac ver movuget moldavas.
romandro
12 ივნისი 2017 00:02
0
რა ვთქვა აბა რავი ოქრი, ჯანო, მჭედლო, ჭანტურია, კაკაბაძე, ქვილითაია.... ყველა საკვანძო და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა და კიდე კარგად ითამაშა გუნდმა მეორე სასტავით 22 დარტყმა ფსიქოლოგიურად არ გატყდნენ
ზევსი
12 ივნისი 2017 00:01
0
როგორც იტყვიან, ძალიან მარტივია ცხოვრება როცა სინდისი არ გაქვს ადამიანს. არც მწვრთნელს, არც ფეხბურთელს, არც ფედერაციას და არავის. მიდი მოვდივარ ))
ირაკლი
12 ივნისი 2017 00:00
0
წადი ძმაო წადი გაიქეცი სანამ დროა თავს უშველე თორემ დედის გლანდების გინებით გაგიშვებენ, შენზე მაგრები გაუშვიათ გინებით. აქაური წესია ქართული, ყველაფრის სხვაზე გადაბრალება დარწმუნდები მალე მაგრამ გვიანი იქნება
ზურა
11 ივნისი 2017 23:46
0
მოკლედ ეს კაცი სულ თავის მარლებაშია.დაეყენებინა ვისაც სათამაშო პრაქტიკა ქონდა.ამათზეა ნათქვამი-ფერი ფერსა,მადლი ღმერთსაო..(მწვრთნელი,ფეხბურთელები ფედერაცია)
კახა ქირია
11 ივნისი 2017 23:31
0
კობიაშვილო შენ ატარე ჩვენი ცოდვა! -ეს რა მწვრთნელი შემოგვაჩეჩე?! ბოლო-ბოლო ისწავლეთ პასუხისმგებლობის აღება თქვენ თავზე და ნამუსი იქონიეთ!!! თორემ საქართველოში, არათუ მწვრთნელებს და სფფ პრეზიდენტებს, არამედ სახელმწიფოს მეთაურებასაც ძალიან ცუდად იშორებდა ხალხი!!!
ხომ ვთქვი არ გადადგება მეთქი!
11 ივნისი 2017 23:31
0
ვაისი წადი სახლში და შენც დაისვენე და ჩვენც, ასევე დვალიშვილის დაისვენებს ნაკრებში რომ აღარ გამოუძახებენ, ებლანდება ბავშვს ბურთი ფეხებში :)
საქართველო
11 ივნისი 2017 23:22
0
დაღლას ელოდებოდა.ვაი?ს
!!
11 ივნისი 2017 23:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული