ახდენილი ოცნება - ქართველი ქომაგები კიშინიოვში!

AutoSharing Option
11 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები კიშინიოვში მოლდოვას დაუპირისპირდა. საინტერესოა, რომ ჩვენს გუნდს მოლდოვაში "ქართული სპორტის ქომაგებმა" უგულშემატკივრეს.

- მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]

უსახსრობის გამო საქართველოს ნაკრებს უცხოეთში ქომაგი დიდი ხანია, აღარ გაჰყოლია. მოლდოვურ ვოიაჟზე ინფორმაცია თავად "ქომაგებმა" გაავრცელეს.

"ოცნებებზე წერა სასიამოვნოა, განსაკუთრებით, თუ საქმე ახდენილ ოცნებას ეხება. არ ვიცით, რა ემოციას დაუტოვებს ეს ნაწერი მკითხველს, მაგრამ ვიცით, რომ უნდა დავწეროთ, ვიღაცას უნდა გავუზიაროთ ის დადებითი მუხტი, რომელიც გვაქვს.

2017 წლის 10 ივნისს 30 ქომაგი მოლდოვაში გავემგზავრეთ,
რაც ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით შევძელით და ძალიან ახლოს ვართ ოცნებასთან, რომელიც 11 ივნისს ასრულდება. ოცნებასთან, რომლისკენაც თითოეული ჩვენგანი ასე მიიწევდა. დიახ, ჩვენ წავალთ და სამშობლოს საუკეთესო კუთხით წარმოვაჩენთ, ხმების დაწყვეტამდე ვუქომაგებთ ჩვენს ბიჭებს, გავაკვირვებთ მასპინძლებს ჩვენი მონდომებით, ავაფრიალებთ ქართულ დროშებს ყველაზე მაღლა და თუ საჭირო იქნა, წაქცეულ მოლდოველს წამოვაყენებთ, მოვიკითხავთ და საქართველოშიც დავპატიჟებთ.

ეს ქართული სპორტისათვის უპრეცედენტო ფაქტია. ცხადია, წლების განმავლობაში, საქართველოს ნაკრების საქომაგოდ ქართველები მიემგზავრებოდნენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ან სპორტსმენთა ვიწრო სანათესაო წრით შემოიფარგლებოდა, ან ინდივიდუალური მგზავრობით და ემიგრანტებიც ქომაგობდნენ.

თუმცა ეს იქნება პირველი სერიოზული სანაკრებო გასვლა ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ალბათ, სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

როგორც იქნა, შეიცვალა ის მახინჯი მენტალობა, რომელიც წლების განმავლობაში იყო დანერგილი - წაეყვანათ საქომაგოდ ნათესავები, მეზობლები, ძმაკაცები და ა.შ. რისთვისაც ალალი და დამსახურებული მადლობა ეკუთვნის სფფ-ს და მის ხელმძღვანელობას, რომელიც ამ ოცნების ასრულების ინიციატორი თავად იყო.

ამჯერად საქართველოს ნაკრებს ნამდვილი ქომაგები დაუჭერენ მხარს, ვინც ბოლო ათწლეულია მუდამ გვერდში უდგანან შინაურ კედლებში", - ვკითხულობთ "ქართული სპორტის ქომაგების" გვერდზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინც დაიღAლა ნუღA უყურებს. და აღარც იწუწუნწბს.
0
ეგ ფული ფეხბურთზე დახარჯეთ
vaigulSematkivari
08:54 13-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული