გურამ კაშია: მოლდოვასთან გოლები ვაისის არჩეული სისტემის გამო არ გაგვიშვია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ მოლდოვასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

კაშიამ ყურადღება საქართველოს ნაკრების მიერ გაშვებულ გოლებზე გაამახვილა.

- მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]

"ჩემი აზრით, საჭიროა დრო, რომ მოვერგოთ ამ სისტემას. წლის განმავლობაში ძალიან ცოტა თამაშს ვატარებთ ერთად...

პირველ ტაიმში სამ პოზიციაზე ვითამაშეთ. სისტემის გამო არ გასულა გოლი ჩვენს კარში, "სტანდარტიდან" გაგვიტანეს პირველი ბურთი. მეორე გოლზე კი ბურთი გადასული იყო ხაზს იქით...

არ ვფიქრობ, რომ მწვრთნელის მიერ არჩეული სისტემის გამო გავუშვით გოლები...

...მეორე გოლს
მინდა დავუბრუნდე. იმ მომენტში გუნდი თითქოს გაჩერდა, რადგან ყველამ დაინახა, რომ ბურთი გადასცდა ხაზს, თუმცა მსაჯის გადაწყვეტილებას უნდა დავლოდებოდით...

ფეხბურთში ასეა - ეპიზოდი ყოველთვის ბოლომდე უნდა დასრულდეს, მათ შორის, მაშინაც, როცა ბურთი გადასულია. იმ მომენტში ზუსტად ვერ დავინახე, გადავიდა თუ არა ბურთი. მერე ვიდეო და ფოტოები ვნახე - აშკარაა, რომ გადასულია.

ახლა ვერ დავიწყებ თავის მართლებას. თუ მე გავჩერდი და მცველები გაჩერდნენ, მაშინ ეს არის მიუღებელი", - თქვა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მგონი ფეხბურთში ვერ ერკვევით. მწვრთნელის დადანაშაულება ყველაზე გაუმართლებელია. ვაისიც და ქეცბაიაც მაგარი ტაქტიკოსები არიან და ბევრად მაღალი დონის ვიდრე ცხადაძე. სწორი ტაქტიკა იყო შესრულება ნული.
Zazas
16:09 14-06-2017
0
ეპიზოდებს თუ განვიხილავთ ცალკე,მართლაც უხეში შეცდომები იყო დაშვებული ორივე გოლის გაშვებისას,მაგრამ ის ეპიზოდები თამაშის საერთო სურათიდან ,ტაქტიკიდან,შემადგენლობიდან გამომდინარე იქმნებოდა!
ზაზა
12:19 14-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული