გურამ კაშია: მოლდოვასთან გოლები ვაისის არჩეული სისტემის გამო არ გაგვიშვია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ მოლდოვასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

კაშიამ ყურადღება საქართველოს ნაკრების მიერ გაშვებულ გოლებზე გაამახვილა.

- მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]

"ჩემი აზრით, საჭიროა დრო, რომ მოვერგოთ ამ სისტემას. წლის განმავლობაში ძალიან ცოტა თამაშს ვატარებთ ერთად...

პირველ ტაიმში სამ პოზიციაზე ვითამაშეთ. სისტემის გამო არ გასულა გოლი ჩვენს კარში, "სტანდარტიდან" გაგვიტანეს პირველი ბურთი. მეორე გოლზე კი ბურთი გადასული იყო ხაზს იქით...

არ ვფიქრობ, რომ მწვრთნელის მიერ არჩეული სისტემის გამო გავუშვით გოლები...

...მეორე გოლს
მინდა დავუბრუნდე. იმ მომენტში გუნდი თითქოს გაჩერდა, რადგან ყველამ დაინახა, რომ ბურთი გადასცდა ხაზს, თუმცა მსაჯის გადაწყვეტილებას უნდა დავლოდებოდით...

ფეხბურთში ასეა - ეპიზოდი ყოველთვის ბოლომდე უნდა დასრულდეს, მათ შორის, მაშინაც, როცა ბურთი გადასულია. იმ მომენტში ზუსტად ვერ დავინახე, გადავიდა თუ არა ბურთი. მერე ვიდეო და ფოტოები ვნახე - აშკარაა, რომ გადასულია.

ახლა ვერ დავიწყებ თავის მართლებას. თუ მე გავჩერდი და მცველები გაჩერდნენ, მაშინ ეს არის მიუღებელი", - თქვა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ზუსტად მაგიტომ გაუშვით - მისი ტაქტიკა იყო: მთელი გუნდით დაცვაში! ასეთმა უკან დახეულმა თამაშმა იცის ადრე თუ გვიან გოლი საკუთარ კარებში!
yustas
01:53 14-06-2017
0
გთხოვთ დაუსვით კითხვა რა სისტემა იყო ეგეთი. გვაინტერესებს))) რაგაც მჭვება სისტემა საერთოდ გვქონდეს
kkkk
08:53 14-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული