გელზენკირხენის "შალკეს" ყოფილმა ფეხბურთელმა ეს ცნობა დაგვიდასტურა...
- ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, დახმარებას ველოდი და ისე გამოვიდა, რომ ხელი მკრეს. ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ გვერდში დამდგომოდნენ და ბოლო 15-20 წუთი მეთამაშა?!
- მძიმე პერიოდი გადაიტანე და ახალ გუნდში გადასავლელად ემზადები, ნაკრებში რამდენიმე წუთით თამაში სამომავლო ტრანსფერში დაგეხმარებოდა - ალბათ, ამას გულისხმობ...
- არამხოლოდ ახალ გუნდში
თემურ ქეცბაიას უთქვამს, ყენიას ფეხი ტკიოდა და მაგიტომ არ ვათამაშეო. მინდა გითხრათ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
- იქნებ მწვრთნელმა მატჩის მსვლელობის გამო არ ჩათვალა საჭიროდ შენი მოედანზე შეშვება...
- ანგარიში ჩვენ რომ წაგვეყვანა, რა თქმა უნდა, სულ სხვა ვითარება იქნებოდა. როცა ამხანაგურ შეხვედრაში უკვე 1:3-ს ვმარცხდებით, მაშინ მგონი შესაძლებელი იყო ჩემი მოედანზე შესვლა. ბოლოს და ბოლოს ვაგებდით და შეტევის გაძლიერება გვმართებდა.
ნაკრებში 15 წლის ასაკიდან ვთამაშობ და თავი არასდროს არ დამიზოგავს...
- თამაშის წინ თემურ ქეცბაისთან ხომ არ გქონდა საუბარი ამ თემაზე?
- ქეცბაიამ თამაშის წინ მითხრა, მზად არ ხარ, ფეხი გტკივაო. ქეცბაია ამხელა მწვრთნელია, კარგ და სერიოზულ გუნდებში უმუშავია და მისგან ასეთ პოზიციას არ ველოდი.
ტრავმიანობის გამო ორი წელი და ხუთი თვე გამიცდა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა წნეხის გადატანა მომიხდა ფსიქოლოგიურადაც.
გერმანელი ექიმებიც სულ მამხნევებდნენ, თავდაჯერებას მმატებდნენ და მეუბნებოდნენ, უკვე ყველაფერი კარგად არისო, ქეცბაიამ კი პირიქით...
ისიც კი ვიფიქრე, მართლა ცუდად ხომ არ მაქვს ფეხი და საკუთარ თავს ხომ არ ვატყუებ-მეთქი.
- როგორც უნდა იყოს, მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვის ათამაშებს...
- შესაძლოა, არაპროფესიონალური გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ რა ვქნა, რაც მოხდა იმაზე თვალს ვერ დავხუჭავ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს
ლევან ყენიას სანახავად ავსტრიაში რომის "ლაციოს" სკაუტები ჩადიან
საქართველო-თურქეთი 1:3 - მეტის იმედი არ უნდა გვქონდეს
ისე, ნებისმიერი მწვრთნელი მეცოდება დღევანდელი ნაკრებისათვის: ფეხბურთელების კლასი დაბალი, სამაგიეროდ თვითშეფასება უზარმაზარი.