თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს!

AutoSharing Option
საქართველოსა და თურქეთის (1:3) საფეხბურთო ნაკრებთა მატჩის შემდეგ, მედიაში გამოქვეყნებულ რამდენიმე პუბლიკაციასთან დაკავშირებით, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ სფფ-ის ოფიციალური საიტისათვის კომენტარი გააკეთა:

"საქართველოს ეროვნული ნაკრები მთელი ქვეყნის საკუთრებაა. გუნდში გამოძახებული თითოეული მოთამაშის მიზანი კონკრეტულ შეხვედრაში შედეგის მიღწევა უნდა იყოს.

ნაკრების მატჩებში და კონკრეტულად თურქეთთან შეხვედრაში მოედანზე გავიდა ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც შეხვედრას ოპტიმალურ ფორმაში შეხვდა.

ჩვენ გუნდში რამდენჯერმე გამოვიძახეთ ის ფეხბურთელები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეროვნულ გუნდში სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ხვდებონდნენ. მათი არასასურველი ფორმის მიუხედავად, ამ ფეხბურთელებს
ჰქონდათ შესაძლებლობა გუნდთან ერთად ყოფილიყვნენ შეკრებაზე, რადგან მათ სამომავლოდ ნაკრებში დაბრუნების პერსპექტივა და მოტივაცია არ დაეკარგათ.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იქნებიან მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომლებიც ქვეყნის გამარჯვებაზე იფიქრებენ და არა საკუთარ თავზე.

თითოეული ფეხბურთელი ვალდებულია ზრუნავდეს ნაკრების წარმატებაზე. ისინი არ უნდა აყენებდნენ საკუთარ თავს ნაკრების ინტერესებზე წინ".


სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ
ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი
ლევან ყენიას სანახავად ავსტრიაში რომის "ლაციოს" სკაუტები ჩადიან
საქართველო-თურქეთი 1:3 - მეტის იმედი არ უნდა გვქონდეს
მკითხველის კომენტარები / 17 /
ზალი მისმინე ოქრიაშვილი ვაფშე ვინ ფეხებია ყენიასთან მაგის ხსენება სირცხვილია გაიგე?
tolo
02:40 28-05-2012
0
მხოლოდ ნაკრებზე ფიქი არ კმარა, ხოლო თუ საქმით შევაფასებთ, ქეცბაია მწვრთნელი აღარ უნდა იყოს - ფაქტია, რომ მისმა საქმიანობამ საქართველოს ნაკრები გუნდად ვერ ჩამოაყალიბა.
vaso
00:17 28-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული