შერიგებისა? თემურ ქეცბაიამ გოგიტა გოგუას ხელი გაუწოდა

AutoSharing Option
დანიაში "ორჰუსთან" გორის "დილას" მოგება არა მხოლოდ შედეგის გამო იყო მნიშვნელოვანი: გორელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, მატჩს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია დაესწრო, რომელმაც შეხვედრის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს გამარჯვება მიულოცა.

ხომ ხვდებით, რაც დაგვაინტერესებდა? მივიდა თუ არა ქეცბაია მისალოცად გოგიტა გოგუასთან, რომელთანაც 2011 წლის 27 მარტს, ხორვატიასთან მოგების მეორე დღეს, ისეთი კონფლიქტი მოუვიდა, რომლის შემდეგაც გოგუა ნაკრებს ჩამოაშორა და აღარ მიუწვევია.

"დიახ, თემური გასახდელში შემოვიდა და გამარჯვება მწვრთნელებსა და ყველა მოთამაშეს ცალ-ცალკე მოგვილოცა.

ის იყო კარგი, რომ გოგუასთანაც მივიდა და
მე მგონი, შერიგდნენ. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი სურვილი გვაქვს და ქეცბაიას მხრიდან ძალიან კარგი, ადამიანური ნაბიჯი იყო.

ეს ამბავი ყველას ისე გაგვიხარდა, თითქოს დანიაში მეორე თამაშიც მოვიგეთ"
, - გვითხრა "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ.

ცხადია, ჯერ მაინც ნაადრევია იმის მტკიცება, რომ ქეცბაია და გოგუა შერიგდნენ და "დილას" ნახევარმცველს ნაკრებში დააბრუნებენ, მაგრამ ეროვნული გუნდის თავკაცის ეს ნაბიჯი უდავოდ მოსაწონია.

ახლა მეორე საკითხი: ქეცბაია დანიაში ნაკრების პოტენციურ კანდიდატებს აკვირდებოდა. გორელთა შორის კი მრავალი ასეთი მოთამაშეა - დავით კვირკველია, კახა ალადაშვილი, სანდრო გურული, მათე ვაწაძე. არ უთამაშია, მაგრამ ნაკრების წევრია შოთა გრიგალაშვილიც. შესაძლოა, ლაშა სალუქვაძისა და გიორგი შაშიაშვილის კონდიციებიც აინტერესებდა.

ჩვენი ინფორმაციით, ქეცბაიას გიგა ბეჭვაიაც აინტერესებს და შესაძლოა, უახლოეს შეკრებაზე გამოიძახოს. თუმცა გორელთა მთავარი მწვრთნელისთვის ქეცბაიას არ უთქვამს, რომელ მოთამაშეს აკვირდებოდა.

ქეცბაიამ დანიაში გოგუას გამარჯვება მიულოცა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს!
გოგიტა გოგუას სიმართლის დრო: ნაკრები საქართველოსია და არა - ქეცბაიასი!
ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი
ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრები: დაერეკათ და პირდაპირ ეთქვათ!
დავით მუჯირის ღია წერილი თემურ ქეცბაიას
დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?
მკითხველის კომენტარები / 4 /
გოგუამ რეები აკეთეა მაგ თამაშში?? ბავშვობაში მასეთ თამაშს ბურთის ღორობას ვეძახდით. თამაშს ვერ ვუყურე, მაგრამ მიმოხილვაში რამდენჯერმე გამოჩნდა გოგიტა გოგუა და პასს ცოცხალი თავით არ იძლეოდა.
odala
19:56 23-07-2012
0
მერაბ და როგორ ფიქრობ, დევდარიანი და სხირტლაძე არ აინტერესებდა ქეცბას არჰუსის რიგებში? ნუ დევდარიანი უფრო ალბათ, სხირტლაძეს ჯერ მომავალი წინ აქვს
ბესო
14:04 23-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული