შოთა არველაძე: არა მგონია, თემურ ქეცბაია ზურაბ ხიზანიშვილზე გულმოსული იყოს

AutoSharing Option
ლუქსემბურგში, ადგილობრივ ნაკრებთან 15 აგვისტოს გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებს ზურაბ ხიზანიშვილი ვერ დაეხმარა. თურქული "ქაისერისფორის" ფეხბურთელი ეროვნულ გუნდს, რომლის კაპიტანიცაა, ტრავმის მიზეზით დააკლდა.

საკონტროლო მატჩისთვის გუნდის შეკრებაზე კაპიტნის არგამოცხადება ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ნამდვილად არ გაახარებდა.

ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, ქეცბაია აცხადებს, რომ ყველა ფეხბურთელი ვალდებულია, რომ კლუბში გამოცხადდეს, ხოლო თუ ტრავმა აქვს, მისი გათავისუფლება მხოლოდ გამოცხადების შემდეგ მოხდება.

"თუ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელი ტრავმის გამო შეკრებაზე არ ჩამოვა, მაგრამ მერე ორ-სამ დღეში კლუბში თამაშს მოახერხებს, ვინც არ უნდა იყოს,
ნაკრებში აღარ გამოვიძახებთ.

თუ თავიანთ გუნდებში შეუძლიათ ტკივილით თამაში, მაშინ ეს ნაკრებშიც უნდა შეეძლოთ"
, - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

"ინტერპრესნიუსი" ვითარებაში გასარკვევად თურქეთში "ქაისერისფორის" მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს დაუკავშირდა და ზურაბ ხიზანიშვილის ტრავმის შესახებ ჰკითხა.

"ხიზანიშვილს ტრავმა მართლა აქვს და არ მგონია, ამის გამო ქეცბაია უკმაყოფილო იყოს, რადგან მეც ველაპარაკე თემურს და თავად ხიზანიშვილიც.

პირიქით, ქეცბაიამ ხიზანიშვილს ტრავმის მალე მორჩენა უსურვა.

ზურამ ტრავმა "ბეშიქთაშთან" თამაშში მიიღო. მას ფეხში ჩაარტყეს. ფეხი გასიებული ჰქონდა, სურათიც გადაიღო და ცოტა დაბეჟილობა აქვს ძვალზე.

ხიზანიშვილს 100 თამაშამდე აქვს ნაკრებში ნათამაშები და აქედან გამომდინარე, ტყუილად არ მოიმ
იზეზებს რამეს, ნაკრებში თამაშს რომ თავი აარიდოს", - განაცხადა არველაძემ.

არველაძის თქმით, ხიზანიშვილი თამაშს, სავარაუდოდ, კვირას შეძლებს.

ასევე იხილეთ:
ლუქსემბურგი-საქართველო 1:2 - გამარჯვება ათი კაცით და კლასის ხარჯზე [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
zura - ნაკრებში თამაში უნდა საამაყო უნდა იYოს Yველასათვის. ამაზე სხვა აზრი არ არის.

მე ზურას ნათქვანი გავიგე როგორც ზოგადად ნატქვანი და არა მარტო მისი პირადული.

სადაც მე ვცხოვრებ და მტელ ცივილიზებულ სამკაროში იტვლება რომ ადამიანს პირველ რიგში ვალდებულება აქვს ტავისი ოჯახის მიმართ.

მორაგბეებს რაც შჰეეხება. ეს არ ვიცოდი ტუ ადამიანები საფრანგეტში ტამასობენ და შიმშილობენ. ეტკობა ფეხბურტის არ იკოს არა გვყავს ბევრი ისეტი სპორტცმენი რომ მარტლა კარგი იკოს. ამას იმიტომ ვამბობ რომ, ტუ სპორტცმენი დავისი მოგვაწეობიტ და ხარისხით ტავის ტავს და ოჯახს ვერ კვებავს - იმას ნაკრებში რა უნდა. ნაკრებში ხარისხს რომ აცვვენებენ ისეტებს უნდა იწვევდნენ.

0
AAA, ეხლა მომისმინე, არაა ძმაო მასე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მასეთ სიტყვებს არ უნდა ამბობდეს, ეგ არაა გასასამართლებელი საბუთი, აბა მორაგბეებმა რაღა უნდა თქვან, ნახევრად მშივრები ფრანგული კლუბებიდან მორბოდნენ წლები და კბილებით იცავდნენ საქართველოს დროშას, არ ჭირდება საქართველოს ისეთი კაპიტანი რომელიც თამაშს დააყვედრებს, ქვეყნის ნაკრებში თამაშს და მითუმეტეს კაპიტნობას პრემიის გადახდა არ სჭირდება, ისედაც დიდი პატივი უნდა იყის.
zura
08:17 17-08-2012
0

სიახლეები პოპულარული