თემურ ქეცბაია: ყველა ფეხბურთელისგან უფრო მეტს ვითხოვ

AutoSharing Option
15 აგვისტოს ლუქსემბურგისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი მხოლოდ ინტერნეტით, ისიც ცუდი ხარისხით ვიხილეთ.

შეგახსენებთ, ქართველებმა ლევან მჭედლიძისა და ალექსანდრე ამისულაშვილის გოლებით 2:1 გაიმარჯვეს, მე-14 წუთზე კი ფრანგმა არბიტრმა მოედნიდან გურამ კაშია გააძევა.

იქიდან გამომდინარე, რომ ლუქსემბურგში ამ თამაშს არავითარი ინტერესი არ გამოუწვევია, იქაურ ინტერნეტ-სივრცეში საინტერესოს ვერაფერს წავაწყდით.

სამაგიეროდ, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცის, თემურ ქეცბაიას მატჩისშემდგომი კომენტარი:

"მატჩი ჩვენთვის კარგად დაიწყო, მაგრამ მსაჯმა თავისი გადაწყვეტილებით თამაში გააფუჭა. ჩემი აზრით, გურამ კაშია იმ ეპიზოდში წითელს კი
არა, ყვითელ ბარათსაც კი არ იმსახურებდა.

თითქმის 80 წუთი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ, რაც ადვილი ნამდვილად არ იყო.

ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს. იმის მიუხედავად, რომ მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით ვიყავით, გატანა კიდევ შეგვეძლო.

გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ წინ ამაზე გაცილებით რთული მატჩები გველის, სადაც წარმატების მიღწევა გაცილებით ძნელი იქნება. იქ შედეგიანი თამაშისთვის უფრო ხარისხიანი ფეხბურთია საჭირო.

საქართველოს ნაკრების ახალწვეულებს თავის გამოჩენა გაუჭირდათ, რადგან რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნისას ეს თითქმის შეუძლებელია.

ფეხბურთელთა ნაწილით კმაყოფილი ვარ, ნაწილით კი - უკმაყოფილო. ზოგადად კი, ჩემი ყველა მოთამაშისგან გაცილებით მეტს ვითხოვ, რადგან მათ მომატება ნამდვილად შეუძლიათ.

ახლა სეზონის სტარტია და ისინი ოპტიმალური ფორმისგან შორს არიან. იმედი მაქვს, მალე გაცილებით უკეთ ათამაშდებიან და სექტემბრის საშინაო შეხვედრებში ქართველ გულშემატკივრებს გავახარებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუქსემბურგი-საქართველო 1:2 - გამარჯვება ათი კაცით და კლასის ხარჯზე [+VIDEO]
შოთა არველაძე: არა მგონია, თემურ ქეცბაია ზურაბ ხიზანიშვილზე გულმოსული იყოს
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეხლა კარგად მისმინეთ თარგამაძემ რო თქვა 3 ქულა ავიღეთო ეგ რა შუაშია მითუმეტეს ლუქსემბურგისგან გოლს რო გაუშვებ სირცხვილისგან თავი უნდა მოიჭრა იმიტო რო სან მარინოს და ლიხტენშტაინის დონის გუნდია ტანაც ამხანაგური იყო თარგამაძემ რო თქვა 3 ქულა ავიღეთო ეგ რა შუაშია ამიხსენით რა კაცურად
tijana513
23:10 17-08-2012
0
ბატონო თემურ გილოცავ, გუნდთან ერთად
gizog
21:10 17-08-2012
0

სიახლეები პოპულარული