მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო თბილისი), ნუკრი რევიშვილი(კრასნოდარი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი);
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი(ქაისერისპორი, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაკი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა(ვოლგა, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (გაზ-მეთანი, რუმინეთი), გიორგი რეხვიაშვილი (დინამო თბილისი), დავით კვირკველია(დილა);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (დილა), ირაკლი სირბილაძე (ინტერი, ფინეთი).
ორივე შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება. ბელარუსთან მატჩი 21 საათზე დაიწყება, ესპანეთთან კი ნახევარი საათით გვიან.
2 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ჩენპიონატის ტურია და სხვა ქვეყნებშიც მეტწილად უქმეებზეა შიდა ჩემპიონატის შეხვედრები, ჩვენი ნაკრებიც შეკრებას 3 სექტემბერს დაიწყებს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე".
ქეცბაიას 25 კაციანი სიიდან 8 საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელია.
გიორგი რეხვიაშვილი და დავით კვირკველია - ნაკრების წინა შეკრებაზე ქეცბაიას ეს მცველები არ გამოუძახებია, დინამოელი რეხვიაშვილი სულაც პირველად არის მიწვეული ეროვნულ გუნდში.
ნაკრებს უბრუნდებიან ირაკლი მაისურაძე, თორნიკე გორგიაშვილი და დავით დევდარიანი.
ქეცბაიამ აღარ გამოიძახა "ბოხუმის" თავდამსხმელი ნიკა გელაშვილი, რომელმაც მეორე ბუნდესლიგის წინა ტურში "აალენთან" შეცვლაზე სამი წუთი ითამაშა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რა შემადგენლობით მოდის თბილისში ესპანეთის ნაკრები
თემურ ქეცბაია: ყველა ფეხბურთელისგან უფრო მეტს ვითხოვ
ლუქსემბურგი-საქართველო 1:2 - გამარჯვება ათი კაცით და კლასის ხარჯზე [+VIDEO]