ამ ეტაპზე კვლავ პარალელურ რეჟიმში გრძელდება საქართველო-ბელორუსის (7 სექტემბერი) და საქართველო-ესპანეთის (11 სექტემბერი) ბილეთების გაყიდვა. ყველა სალარო დილის 10-დან 22 საათამდე მუშაობს.
შეგახსენებთ ბილეთების ფასებს: საქართველო-ბელორუსი - 5, 10,15, 20 ლარი.
საქართველო-ესპანეთი - 10, 15, 20 ,30 ლარი
ბილეთების შეძენისას გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოსა და ესპანეთის თამაშის ბილეთების ძირითადი ნაწილი გაყიდვაში გამოვა 5 სექტემბრიდან.
საქართველო-ბელორუსის მატჩის დასაწყისია 21:00 საათი, საქართველო-ესპანეთი კი 21:30 საათზე
სფფ-ის პრესსამსახური