ინფორმაცია ბელორუსსა და ესპანეთთან მატჩების ბილეთებზე

AutoSharing Option
"მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროებში ეროვნული ნაკრების საშინაო თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე კვლავ პარალელურ რეჟიმში გრძელდება საქართველო-ბელორუსის (7 სექტემბერი) და საქართველო-ესპანეთის (11 სექტემბერი) ბილეთების გაყიდვა. ყველა სალარო დილის 10-დან 22 საათამდე მუშაობს.

შეგახსენებთ ბილეთების ფასებს: საქართველო-ბელორუსი - 5, 10,15, 20 ლარი.

საქართველო-ესპანეთი - 10, 15, 20 ,30 ლარი

ბილეთების შეძენისას გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოსა და ესპანეთის თამაშის ბილეთების ძირითადი ნაწილი გაყიდვაში გამოვა 5 სექტემბრიდან.

საქართველო-ბელორუსის მატჩის დასაწყისია 21:00 საათი, საქართველო-ესპანეთი კი 21:30 საათზე
დაიწყება. ორივე მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 6 /
10 ლარი ცოტაა, ყველაზე იაფიანი ბილეთი მინიმუმ 40 ლარი უნდა იყოს..... მადლობა თქვით საერთოდ თუ მოვედი საყურებლად!!! ხალხს პურის ფული არააქვთ და ესენი 10 ლარს ითხოვენ ბილეთში, 5 ლარიანი ბილეთი გვაწყენდა!?
aleko
15:18 03-09-2012
0
ძალიან საინტერესოა, პირადობის დამადასტურებელი საბუთი რად უნდა ბილეთის შეძენას???
Giorgipirweli
17:11 03-09-2012
0

სიახლეები პოპულარული