როგორია განწყობა და მოლოდინი, რას ველით ჩვენი უპირველესი გუნდისგან - ამაზე ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებს ვესაუბრეთ.
იხილეთ: არჩილ არველაძე: არ მომეწონა, ზურაბ ხიზანიშვილს კაპიტნობა რომ ჩამოართვეს
მიხეილ ყაველაშვილს შვეიცარიაში დავუკავშირდით.
- რა მოლოდინი მაქვს ბელორუსთან და ესპანეთთან მატჩებისთვის? - მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა, რადგან არ ვარ ჩართული პროცესებში.
როგორც ყველა ქართველს, გულით მინდა, რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, იმ კადრებიდან გამომდინარე, რაც ახლა გაგვაჩნია, ქართული ფეხბურთი დიდ
- გასაგებია, თუმცა გარედან კარგად უნდა იცნობდეთ სიტუაციას, ჩვენი ნაკრების ბოლო მატჩებიც ნანახი გექნებათ. რას ელით ბელორუსთან შეხვედრისგან?
- შინ ვთამაშობთ და წარმატების მისაღწევად სხვა ფაქტორებიც არსებობს, თუნდაც ემოციური ფონი, ეს ხომ შესარჩევის პირველი შეხვედრაა.
ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს ერთი თამაში შეიძლება მოვიგოთ, მაგრამ რა პერსპექტივა გვაქვს? მხოლოდ ერთ თამაშზე ხომ არ ვიქნებით კონცენტრირებულნი?!
- ესპანეთთან მატჩზე რას იტყოდით?
- დიდ ნაკრებთან მოგვიწევს თამაში, რაც ერთობ საინტერესო იქნება. კარგად გამოჩნდება, თუ რა ძალის არის ჩვენი ნაკრები.
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კაპიტანი შეიცვალა...
- არ ვიცი, რა ხდება გუნდში და გამიჭირდება რაღაცის თქმა. ეს საკითხი მწვრთნელის პრეროგატივაა. ვერ გეტყვით, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი...
- მწვავე რეაქცია მოჰყვა ნაკრებში პრემიების საკითხის წამოწევას - თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
- ამ ეტაპზე პრემიების თემა არ უნდა იყოს აქტუალური ჩვენი ქვეყნის დუხჭირი ყოფიდან გამომდინარე. თუ საერთო სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და ფეხბურთის ფედერაცია ნაკრებში პრემიებს დააწესებს, კი ბატონო, ამის წინააღმდეგი რატომ უნდა იყოს ვინმე?! დამატებითი სტიმული კარგი იქნებოდა.
- თქვენ რომ თამაშობდით ნაკრებში და პრემიალური სისტემა რომ არსებობდა, მაშინ არ იყო გაჭირვება ქვეყანაში?
- ფეხბურთელები პრემიას ქველი საქმეებისთვის ვტოვებდით. პრემია მაშინ მცირე თანხას შეადგენდა. პრემიების თემის გაჟღერებამ გაღიზიანება იმიტომ გამოიწვია, რომ მიმართულებებია არასწორი. ამდენი სიცრუე, ამდენი არაპროფესიონალიზმი, ამდენი ჩარევა, ის ფაქტი, თუ როგორ მოიქცნენ კალაძესთან...
ბევრი გაურბის პასუხისმგებლობას. ყველაფერი ერთ კაცზე არ უნდა გადატყდეს, პასუხისმგებლობა გუნდური უნდა იყოს: მწვრთნელი, ფედერაცია და ფეხბურთელები.
ნახეთ, რა ხდება, როგორ ვითარდება ფეხბურთი,.ჩვენ ამ ყველაფერს ჩამოვრჩით და ეს ჩამორჩენა უფრო და უფრო იზრდება.
მიხეილ ყაველაშვილი: ჩამორჩენა იზრდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მიხეილ ყაველაშვილი: მე მხოლოდ ფაქტები აღვნიშნე, სამწუხარო ფაქტები...
მიხეილ ყაველაშვილი: ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დროა
მიხეილ ყაველაშვილი: კალაძე სამართლიანობის მხარეს დადგა
ალექსის პაპასტერგიუსი: საქართველოში ბევრია ნიჭიერი, მაგრამ ვერ ვითარდებიან