იხილეთ: მიხეილ ყაველაშვილი: ბელორუსთან რომც მოვიგოთ, რა პერსპექტივა გვაქვს?
არჩილ არველაძე:
- უიმედოდ არასდროს ვყოფილვარ, როცა ნაკრების ფეხბურთელი ვიყავი და არც მერე, თუმცა იმის დიდი იმედი არ მაქვს, რომ ესპანეთს მოვუგებთ.
ნაკრები კარგად ითამაშებს - ეს სავსებით რეალურია და ამის იმედიც მაქვს.
დიდი სურვილი მაქვს, რომ ბელორუსს მოვუგოთ. თუ ამას მოვახერხებთ, ამ ორ შეხვედრაში პროგრამა-მინიმუმი
- რაღაცის მოხერხებას ის სჭირდება, რომ გუნდს რაღაც სახე ჰქონდეს - აქვს ეს საქართველოს ამ ნაკრებს?
- ამ დროისთვის ჩვენს ნაკრებს განსაკუთრებული სტილი არ აქვს. სამწუხაროა, რომ სანახაობრივ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ. უფრო მეორე ნომრად მოთამაშე გუნდად ჩამოვყალიბდით.
ნაკრების ახლანდელი სახე უფრო დაცვითი სტილით ხასიათდება.
- ზურაბ ხიზანიშვილს კაპიტნობა რომ ჩამოართვეს, ამაზე რას იტყოდით?
- ეს გადაწყვეტილება არ მომეწონა. არ ვიცი, რა არის ამის რეალური მიზეზი. ვფიქრობ, ხიზანიშვილი იმსახურებდა ნაკრების კაპიტნობას.
არჩილ არველაძე: ხიზანიშვილი კაპიტნობას იმსახურებდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კაპიტანი: არჩევანი მე
თემურ ქეცბაია: ამიერიდან ნაკრებს ჯაბა კანკავა უკაპიტნებს
შოთა არველაძე: არა მგონია, თემურ ქეცბაია ზურაბ ხიზანიშვილზე გულმოსული იყოს