არჩილ არველაძე: არ მომეწონა, ზურაბ ხიზანიშვილს კაპიტნობა რომ ჩამოართვეს

AutoSharing Option
7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალ შესარჩევში პირველ შეხვედრას გამართავს. როგორია განწყობა და მოლოდინი, რას ველით ჩვენი უპირველესი გუნდისგან - ამაზე ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებს ვესაუბრეთ.

იხილეთ: მიხეილ ყაველაშვილი: ბელორუსთან რომც მოვიგოთ, რა პერსპექტივა გვაქვს?

არჩილ არველაძე:
- უიმედოდ არასდროს ვყოფილვარ, როცა ნაკრების ფეხბურთელი ვიყავი და არც მერე, თუმცა იმის დიდი იმედი არ მაქვს, რომ ესპანეთს მოვუგებთ.

ნაკრები კარგად ითამაშებს - ეს სავსებით რეალურია და ამის იმედიც მაქვს.

დიდი სურვილი მაქვს, რომ ბელორუსს მოვუგოთ. თუ ამას მოვახერხებთ, ამ ორ შეხვედრაში პროგრამა-მინიმუმი
შესრულებული იქნება.

- რაღაცის მოხერხებას ის სჭირდება, რომ გუნდს რაღაც სახე ჰქონდეს - აქვს ეს საქართველოს ამ ნაკრებს?
- ამ დროისთვის ჩვენს ნაკრებს განსაკუთრებული სტილი არ აქვს. სამწუხაროა, რომ სანახაობრივ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ. უფრო მეორე ნომრად მოთამაშე გუნდად ჩამოვყალიბდით.

ნაკრების ახლანდელი სახე უფრო დაცვითი სტილით ხასიათდება.

- ზურაბ ხიზანიშვილს კაპიტნობა რომ ჩამოართვეს, ამაზე რას იტყოდით?
- ეს გადაწყვეტილება არ მომეწონა. არ ვიცი, რა არის ამის რეალური მიზეზი. ვფიქრობ, ხიზანიშვილი იმსახურებდა ნაკრების კაპიტნობას.

არჩილ არველაძე: ხიზანიშვილი კაპიტნობას იმსახურებდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კაპიტანი: არჩევანი მე
თემურ ქეცბაია: ამიერიდან ნაკრებს ჯაბა კანკავა უკაპიტნებს
შოთა არველაძე: არა მგონია, თემურ ქეცბაია ზურაბ ხიზანიშვილზე გულმოსული იყოს
მკითხველის კომენტარები / 7 /
სანამ პოლიტიკაა სპორტში, ყველაფერს დედა აქვს ნატირები!
zuxusha
14:29 07-09-2012
0
ბელორუსთან მოგება, ჩემო შოთა, მინიმუმი კი არა, პროგრამა მაქსიმუმია.
levani
14:50 07-09-2012
0

სიახლეები პოპულარული