საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის სრული გუნდით ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგი საშინაო მატჩისთვის კვლავ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ემზადება.

7 სექტემბერს, ბელორუსთან მოგებული მატჩის შემდეგ, თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელები ერთი დღით დაასვენა. 9 სექტემბერს ნაკრების მზადება ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა. საღამოს "ჯვაროსნებმა" სრული შემადგენლობით ივარჯიშეს.

საბედნიეროდ, პირველი მატჩის შემდეგ ტრავმირებული არავინაა.

10 სექტემბერს, წინასამატჩო ვარჯიშის წინ, თემურ ქეცბაია "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს შეხვდება.

პრესკონფერენცია 18:00 საათზე დაიწყება. ამის შემდეგ ჩვენი ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

ესპანეთის ნაკრები თბილისში [ვიდეო და
ფოტოგალერეა]

თვალსაზრისი: მანიპულაცია საქართველო-ესპანეთის მატჩის წინ
საქართველო არაბეთი არ გეგონოთ - ესპანელთა სპარინგი თბილისში გამომგზავრებამდე
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა უნდა დატოვონ შემზღუდავი გრძნობები და აზრები სადღაც შორს. მოედანზე თავისუფლები უნდა გავიდნენ, ცივი გონებით და გრილი გულებით. არანაირი ვალდებულება არ აქვთ ჩვენს ფეხბურთელებს რამე შედეგი დადონ. ყველაფერს რასაც მოედანზე გააკეთებენ, გააკეთებენ საკუთარი სიამოვნებისთვის. გონების გათავისუფლებით მსუბუქდება სხეული. მსუბუქი სხეული დაფრინავს. მჯერა იმის რომ ჩვენს ფეხბურთელებს ჯერავთ საკუთარი თავის. გაშალეთ ფრთები, დედამიწა ზევიდან წერტილად მოგეჩვენებათ.
უძლევი
13:11 10-09-2012
0
ამ შეხვედრაში მოხდება ნამდვილი სასწაული, ესპანელებს დავამარცხებთ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული