თემურ ქეცბაია ფრთხილი ტაქტიკით რომ თამაშობს, ეს ბელორუსთანაც გამოჩნდა. ფლანგის მცველები შეტევებში თითქმის არ ერთვებიან და ძირითადად, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.
მხოლოდ იშვიათად ხდება, როდესაც ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეტევის გაძლიერება სურს, ფლანგზე გამოცდილ დავით კვირკველიას აყენებს.
"ჩვენი მიზანი ციკლის გამარჯვებით დაწყება იყო. ბელორუსის გუნდი კი საკმაოდ ძლიერი და უხერხული მეტოქე იყო. ამის გამო ვცდილობდი, უკან დავრჩენილიყავი.
თემურ ქეცბაიას არ უთქვამს, რომ წინ არ
ჩემს ფლანგზე ბელორუსთა შემტევ ნახევარმცველს სივრცეს შეგნებულად ვუტოვებდი, ბევრი რომ ერბინა, დაღლილიყო და საჯარიმოს არ გაკარებოდა.
საკმაოდ სწრაფი და აქტიური მოთამაშე იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც არაფერი გამოუვიდათ", - ამბობს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველი გია გრიგალავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების ვარჯიში ესპანეთთან მატჩის წინ [ვიდეო და ფოტოგალერეა]
თემურ ქეცბაია: ჩვენი მიზანი არწაგებაა - ზღაპრებისა და დაბოლების გარეშე
თორნიკე ოქრიაშვილი: ხალხს უნდა ვანახოთ, რომ არავისი გვეშინია
ჯაბა კანკავა: უიმედო კაცს ფეხბურთელად არ მივიჩნევ!