გია გრიგალავა: ჩვენთვის მნიშვნელოვანი საიმედო დაცვაა

AutoSharing Option
10 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული ვარჯიშის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანელებთან მომავალ მატჩზე ისაუბრეს.

თემურ ქეცბაია ფრთხილი ტაქტიკით რომ თამაშობს, ეს ბელორუსთანაც გამოჩნდა. ფლანგის მცველები შეტევებში თითქმის არ ერთვებიან და ძირითადად, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

მხოლოდ იშვიათად ხდება, როდესაც ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეტევის გაძლიერება სურს, ფლანგზე გამოცდილ დავით კვირკველიას აყენებს.

"ჩვენი მიზანი ციკლის გამარჯვებით დაწყება იყო. ბელო
რუსის გუნდი კი საკმაოდ ძლიერი და უხერხული მეტოქე იყო. ამის გამო ვცდილობდი, უკან დავრჩენილიყავი.

თემურ ქეცბაიას არ უთქვამს, რომ წინ არ
წავსულიყავი, აკრძალვა ნამდვილად არ მქონია. მაგრამ საქართველოს ნაკრებისთვის ამ ეტაპზე უკანა ხაზის სიძლიერე და საიმედოობა ყველაზე მნიშვნელოვანია და მეც ვცდილობდი, არ გამერისკა.

ჩემს ფლანგზე ბელო
რუსთა შემტევ ნახევარმცველს სივრცეს შეგნებულად ვუტოვებდი, ბევრი რომ ერბინა, დაღლილიყო და საჯარიმოს არ გაკარებოდა.

საკმაოდ სწრაფი და აქტიური მოთამაშე იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც არაფერი გამოუვიდათ"
, - ამბობს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველი გია გრიგალავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრების ვარჯიში ესპანეთთან მატჩის წინ [ვიდეო და ფოტოგალერეა]
თემურ ქეცბაია: ჩვენი მიზანი არწაგებაა - ზღაპრებისა და დაბოლების გარეშე
თორნიკე ოქრიაშვილი: ხალხს უნდა ვანახოთ, რომ არავისი გვეშინია
ჯაბა კანკავა: უიმედო კაცს ფეხბურთელად არ მივიჩნევ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული