დავით თარგამაძე: ესპანელებთან თამაში ჩვენთვის სტიმულია და არა სტრესი

AutoSharing Option
დავით თარგამაძეს ბელორუსები კარგად იცნობდნენ. მათი მთავარი მწვრთნელი გიორგი კონდრატიევი და ფეხბურთელები ამბობდნენ, რომ მარიუპოლის "ილიჩევეცის" შემტევი ნახევარმცველის წინააღმდეგ თამაშისთვის მზად იყვნენ.

მაგრამ მარტო ცოდნა რას გარგებს: დათომ მეტოქის მცველები ბევრჯერ ჩააგდო უხერხულ მდგომარეობაში.

თარგამაძე "ლელოს" განვლილ და მომავალ სანაკრებო მატჩებზე ელაპარაკა:

- ძალიან რთული შეხვედრა მოვიგეთ და ეს ძალიან მახარებს. ბელორუსი რეალურად საკმაოდ გამართული გუნდია. პირველ ტაიმში შეცდომები გვქონდა და გაგვიჭირდა. მეორე ტაიმში უფრო გუნდურად ვითამაშეთ და მეტოქეს შეცდომები დავაშვებინეთ. შედეგს ასე მივაღწიეთ.

- მოულოდნელი იყო ქეცბაიას გადაწყვეტილება, როდესაც
მჭედლიძე მოხსნა და თავდასხმაში გადაგიყვანა.

- ეს თამაშიდან გამომდინარეობდა. გოლის შემდეგ სწრაფ კონტრშეტევებზე უნდა გვეთამაშა და წინ ამიტომ დამაყენა. მე მქონდა დავალება, რომ ბურთი თავისუფალ ზონებში მომეთხოვა და დაცვა შემეწუხებინა.

- სხვათა შორის, თავიდან გვეშინოდა, რომ ტანმაღალ ბელორუს მცველებთან გაგიჭირდებოდათ, მაგრამ მოხდა პირიქით, მათი ტექნიკური სისუსტით ისარგებლეთ.
- ეს მაღალი მცველებისთვის დამახასიათებელი ნაკლია, დაბალ და სწრაფ ფეხბურთელებთან თამაში უჭირთ. საბედნიეროდ, ამ ნაკლის გამოყენება მოვახერხეთ.

- პირველი მატჩის მოგება კარგია, მაგრამ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან შეხვედრა გველის.
- გასაგებია, რომ ესპანეთი მსოფლიოში საუკეთესო ნაკრებია, მაგრამ ბელორუსთან მოგებამ კარგ ხასიათზე დაგვაყენა და მატჩისთვის ფსიქოლოგიურად კარგად განვეწყვეთ. ბოლოს და ბოლოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია და მოგება ძალიან რთული იქნება, მაგრამ სტრესი უნდა მოვიხსნათ და თავისუფლად ვითამაშოთ.

მგონია, რომ თამაში ჩვენთვის სტიმული უნდა იყოს და არა სტრესი.

- ბელორუსული მედია თავის ნაკრებზე ხუმრობდა, ესპანეთთან წაგებაზე მეტად იმის გვეშინია, ფეხბურთელებმა მეტოქის ვარსკვლავებს ავტოგრაფი პირდაპირ მოედანზე არ ჩამოართვანო.
- მოედანზე ავტოგრაფს ნამდვილად არ ჩამოვართმევ, მაგრამ ასეთი ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაში ნამდვილად მესიამოვნება.

ჩემთვის ეს თამაში მართლა ოცნება და დიდი სტიმულია, ღირსეულად რომ დავუპირისპირდე.

- თუმცა ასეთ მეტოქესთან ბევრს სტიმული კი არ უჩნდება, მუხლების კანკალი ეწყება...
- ჯერ ამ დონის ნაკრებთან არ მითამაშია და ჯერ ვერაფერს გეტყვით. 11 სექტემბერიც მალე დადგება და ამის შემდეგ შევაფასოთ, ამიკანკალდა თუ არა მუხლები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების ვარჯიში ესპანეთთან მატჩის წინ [ვიდეო და ფოტოგალერეა]
თემურ ქეცბაია: ჩვენი მიზანი არწაგებაა - ზღაპრებისა და დაბოლების გარეშე
თორნიკე ოქრიაშვილი: ხალხს უნდა ვანახოთ, რომ არავისი გვეშინია
გია გრიგალავა: ჩვენთვის მნიშვნელოვანი საიმედო დაცვაა
გიორგი ლორია: ესპანელებთან უმძიმესი მატჩი გველის, მაგრამ...
ჯაბა კანკავა: უიმედო კაცს ფეხბურთელად არ მივიჩნევ!
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ კარგი გოგუა არ არის თორემ ვიღაცას მაისურის გასაცვლელად გამოეკიდებოდა. რა სამარცხვინო იყო საფრანგეთთან!
odala
11 სექტემბერი 2012 20:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული