გამოცდილი და საიმედო მეკარე კი გუნდისთვის ბევრს ნიშნავს.
რას ფიქრობს გიორგი ესპანეთთან შეხვედრაზე, ბელორუსთან გამარჯვებაზე და აქვს თუ არა იმედი, ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ბელორუსთან ხშირად წინ გასვლასა და სარისკო ეპიზოდებში ფეხით თამაშს არ ერიდებოდი. ეს მეტოქეზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მცდელობა იყო?
- მეტოქე რომ ხედავს, მისი გეშინია, უფრო თამამდება. ამიტომ რისკი და სითამამე ყოველთვის, ნებისმიერ
- შენი აზრით, ბელორუსებთან რის ხარჯზე მოვიგეთ?
- ერთსულოვნებითა და უკეთესი გუნდური თამაშით. გუნდი შეიკრა და რაც ყველაზე მეტად მახარებს, ბრძოლისუნარიანობა გამოვავლინეთ.
- შედეგზე გავლენა ჩვენმა ტექნიკურმა უპირატესობამაც იქონია.
- ცხადია, ბელორუსებზე უფრო ტექნიკური გუნდი ვართ და ეს უპირატესობა უნდა გამოგვეყენებინა და ასეც მოხდა. ბურთი რომ გავუგორეთ, მეორე ტაიმში თამაში ამიტომაც გაუჭირდათ. მომენტი შევქმენით და გავუტანეთ.
სხვათა შორის, რატომღაც მოგებაში თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი.
ესპანეთთან ასე არ გამოვა. კარგად ვიცით, რომ უმძიმესი შეხვედრა გველოდება, მაგრამ ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ და იმედია, ღმერთი გადმოგვხედავს.
- წლების წინ ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან საქართველომ არც ისე ცუდად ითამაშა და კარში შენ იდექი. იმ გუნდიდან რომელი ფეხბურთელი დაგიპირისპირდება?
- როგორც მახსოვს, მაშინ გუნდში პიკე და კრჩიჩი ჰყავდათ. პიკე ჩამოვიდა, კრჩიჩს კი ნაკრებში არ იძახებენ. სხვები აღარ მახსოვს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების ვარჯიში ესპანეთთან მატჩის წინ [ვიდეო და ფოტოგალერეა]
თემურ ქეცბაია: ჩვენი მიზანი არწაგებაა - ზღაპრებისა და დაბოლების გარეშე
თორნიკე ოქრიაშვილი: ხალხს უნდა ვანახოთ, რომ არავისი გვეშინია
გია გრიგალავა: ჩვენთვის მნიშვნელოვანი საიმედო დაცვაა
ჯაბა კანკავა: უიმედო კაცს ფეხბურთელად არ მივიჩნევ!