თემურ ქეცბაიას გუნდი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ.
ვისენტე დელ ბოსკემ საქართველოს ნაკრების მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა:
- საქართველოს ნაკრებმა მაღალ დონეზე ითამაშა. მეტოქემ დაცვაში ძალიან ორგანიზებულად იმოქმედა და სერიოზული სირთულეები შეგვიქმნა.
დღეს იღბალიც ჩვენს მხარეზე იყო და დასახული მიზნის მიღწევა მაინც შევძელით.
საქართველოს
- ელოდით საქართველოს ნაკრებისგან ამგვარ წინააღმდეგობას?
- ჩვენ მზად ვიყავით მოვლენათა ყველანაირი განვითარებისთვის, მათ შორის, მსგავსი სურათისთვის.
- შეიძლება ითქვას, რომ არბელოას შეცვლითა და მოედანზე ფაბრეგასის გაყვანით ვა-ბანკზე წახვედით?
- ჩვენ გოლი გვჭირდებოდა და ამ შეცვლამ გაამართლა - ფაბრეგასმაც და ასევე ცვლილებაზე შესულმა პედრომაც საგოლე კომბინაციაში მიიღეს მონაწილეობა.
- მეორე ტაიმში აშკარა გახდა, რომ ნერვიულობდით. ფრე თქვენთვის კატასტროფა იქნებოდა?
- ჩვენ გამარჯვება გვინდოდა და ეს დიდი ბრძოლის შედეგად შევძელით.
* * *
თემურ ქეცბაია:
- პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს თავდადებისა და ბრძოლისთვის, რომელიც მათ მოედანზე გამოავლინეს.
მართალია, ჩვენი მხრიდან იმდენი თამაში არ იყო, რამდენიც ბრძოლა და თავდადება, მაგრამ ფეხბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ბოლომდე იხარჯებოდნენ.
როცა ასეთი ბიჭები გყავს, შეიძლება იმ გუნდის აწყობა, რომელიც ქართველ ხალხს გაახარებს.
ყველას მოგეხსენებათ, რა დონის არის ესპანეთის ნაკრები. ყველა მეტოქე მათ წინააღმდეგ დაცვითი ფეხბურთით თამაშობს და არ მგონია, რომ ჩვენი მხრიდან ასეთი თამაში სამარცხვინო ყოფილიყო.
რაც მთავარია, ბიჭებმა კარგად ითამაშეს, ბოლომდე დაიხარჯნენ, იბრძოლეს და თავდადება გამოავლინეს. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, სხვა ანგარიშით დასრულდებოდა მატჩი.
მჭედლიძის შეცვლა სირბილაძით განპირობებული იყო იმით, რომ ბოლოს ჩვენც გვქონდა იმედი, რომ შანსი გაგვიჩნდებოდა და გოლს გავიტანდით, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ შეცვლას მატჩის ბედი არ გადაუწყვეტია.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელების მიდგომიდან გამომდინარე, შეიძლება იმ გუნდის აწყობა, რომელიც გულშემატკივარს გაახარებს და არაერთ გამარჯვებას მოუტანს.
ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
ან აზრზე ხარ?? ვის მიმართავ ასე,იქნებ ვეტერან რეგბისტს,ან სამხედრო ოფიცერს,ან სულაც დამსახურებულ მწვრთნელს და პედაგოგს....მით უმეტეს შენი თაობის თუ არ არის?!!!
ბოდიში უნდა მოიხადო... ელემენტარული ღირსება თუ გაქვს და ვაჟკაცობა...
...ჯერ პიროვნება უნდა იყო,ღირსეული ცხოვრებაში და მერ შენი პროფესიონალიზმით ავტორიტეტული შენს საქმეში და სპორტის გულშემატკივარი ...
რა შუაშია ურა პატრიოტიზმი?!!! (აზრზე არა ხარ...)
იტალიას ხვდებით,იტალიაა და როგორ მოვიგებთო ,ირლანდია..მაღალი კლასის ფეხბურთელები ყავსო,საბერძნეთს გამოცდილები არიანო,ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონიაო,საფრანგეთზე იტყვით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესონი არიანო და ა.შ და ა.შ... ... ...
ასეთი დამრთხალი ფსიქიკით საკუთარ პატივსაცემ სათამაშო სტილს და მერე ავტორიტეტს ვერასდროს მოიპოვებ!!!...მხოლოდ რაღაც მოჩვენებითი ,,წარმატებებს და მეტს ვერაფერს და მუდამ ასე საშუალოზე დაბალი,ან მაქსიმუმ, საშუალო ევროპული ნაკრები გვეყოლება და საშუალო დონის ევროპულ ფეხბურთს ვითამაშებთ... ასე რაიმე წარმატებებს ვერასოდეს მივაღწევთ!!!
და ეს ნაკრები,თავისი ძალიან ნიჭიერი ბიჭებით, უნდა გადააწყო შემტევ,აგრესიულ,მუდამ ბურთის ართმევაზე დაგეშილ თამაშზე,თორე...ჯერ იმდენათ ახალგაზრდები არიან და ჯერ კიდევ არამყარი ფსიქიკით,რომ თუ ასეთი ფეხბურთი ათამაშეთ,ფსიქიკურად ძალიან დაუძლურდებიან და მერ მალევე დაიცლებიან ,და ნიჭიც ჩაქრება!!!
დარწმუნებული ვარ , ქეცბაია ამას გაითვალისწინებს და მომავალ თამაშებში ბიჭებს აგრესიულ ფეხბურთს,მუდამ მოძრაობას,ბურთის ართმევებზე მთელ მოედანზე და სწრაფი შეტევების განხორციელებას მკაცრად მოთხოვს!!!
პატივისცემით ყველა ს მიმართ!!!
პატივისცემით
როცა ჯგუფიდან გასვლის შანსი არ გაქვს ასეთო თამაშები უნდა გამოიYენო რომ ფეხბურთელებმა ისწავლონ რაც არ იციან. რა ისწავლეს გუშინ ჩვენებმა - 11 კაცით კარში დგომა. ეგეც არ მგონია რადგან "ბებერი" ესპანელები უფრო ენერგიულად დარბოდა/მოძრაობდა ვიდრე ჩვენი ახალგაზრდობა. (ფისკულტურას უნდა ხელის შეწყობა).
...ქართული ფეხბურთი გაიღვიძებს მაშინ...როცა ერთხელ და სამუდამოდ უვარყოფთ ე.წ. დაცვით სტილს და სიტუაციის განმუხტვის მცდელობებს პასებით...ეს არ დევს ქართულ ხასიათში და ასეთი თამაშით რაიმე წარმატებაზე საუბარი ზ ე დ მ ე ტ ი ა!!! წინანწარ შეგუებული წაგებულის ფსიქოლოგიიდან თავს ვერასოდეს დაიხსნიან ქართველი ფეხბურთელები!!! .... ქართველი ფეხბურთი უნდა გადაეწყოს იმეტად ინდივიდუალური ფეხბურთის თამაშზე,ძალიან აგრესიული სტილით,მუდამ ბურთის ართმევებზე თამაშით მოედნის ყველა წერტილში, ყველა ფეხბურთელისაგან ვალდებულებით,მუდმივი უბურთოდ მოძრაობებით და ფიზიკურად ძლიერ მომძადებით...ასეთი აგრესიული თამაში უნდა დავნერგოთ საქართველოს ჩემპიონატში , ფეხბურთში . ნებისმიერ მოწინააღმდეგეს აგრესიული თამაში უნდა მოვახვიოთ თავს და აქედან ფსიქოლოგიური უპირატესობა მოვიპოვოტ...ვიმეორებ...ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგაც კი...მხოლოდ და მხოლოდ ასეთი თამაში გახდება ქართული ფეხბურთის სახე,სტილი!!! და მხოლოდ ასეთი თამაშით მივაღწევთ წარმატებებს!!! სხვა შემთხვევაში მუდამ ასე საშუალოზე დაბალი და საშუალო ევროპული დონის ნაკრები გვეყოლება!!! ---- მხოლოდ და მხოლოდ აგრესიული სტილი მოედნის ყველა მონაკვეთზე, ასეთი თამაში აიძულებს ქართველ ფეხბურთელებს იყონ გაცილებით მეტად ძლიერნი ფ ი ზ ი კ უ რ ა დ (!!!) და ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი უ რ ა დ (!!!) წარმატებები მომავალ თამაშებში!!!