გურამ კაშია: რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ესპანეთის ნაკრებთან (0:1) მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

არნემის "ვიტესის" ლეგიონერის თქმით, ბევრს არ ეგონა, რომ საქართველოს ნაკრები ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს.

"ბევრ ქართველ გულშემატკივარს არ სჯეროდა, რომ ესპანეთის ნაკრებთან თუნდაც ფრეს ვითამაშებდით და ეგონათ, რომ დიდი ანგარიშით წავაგებდით.

ბიჭებმა ვიბრძოლეთ და ბოლომდე დავიხარჯეთ. ჩემი აზრით, უკმაყოფილო არავინ უნდა იყოს.

დასანანი გოლი გავუშვით ბოლო წუთებზე, თუმცა, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ",
- თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა
მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ბელორუსის ეროვნული გუნდი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესპანეთი ასეთ თამაშებში დიდ ანგარიშიტ არ იგებს, მითუმეტეს გუნდთან რომელსაც არაფერი სტატისტიკა არ გააჩნდა პირველ ტაიმში.
გააგეს იმხელა პირი რომ საქართველოს დაცვაში მჯდომი ნაკრები გადაეყლაპათ.

როცა ნაკრებს მცირე შანსი აქვს გასვლის - მაშინ უნდა ისწავლო ყოველ თამაშში ის რაც არ იცი, ი.ე. საქართველოს ნაკრებმა ბურთის შენარჩუნება და ა.შ.
0

სიახლეები პოპულარული