ქვემოთ ამ ცნობას სიტყვასიტყვით გთავაზობთ:
"გიორგი ლორიას დიდებული თამაში გასულ ღამეს სულაც არ ყოფილა სიურპრიზი "რეალის" მწვრთნელთა ბანაკისთვის.
"ფიჩახეს & კრეკსის" ცნობით, მადრიდელებმა ზაფხულში უკვე ინტერესი გამოავლინეს ამ მეკარის შესაძლო აყვანაზე, რადგან ანტონიო ადანი წასვლას აპირებდა.
ლორია ახლა თბილისის "დინამოში" თამაშობს. თუკი ადანი მომავალ ზაფხულში მაინც წავა, ლორია მისი საუკეთესო შემცვლელი
ის 26 წლისაა და მსოფლიოს ჩემპიონებთან მატჩში აჩვენა ოსტატობა, სისხარტე და სიმშვიდე. ფეხბურთელი ისეთ ასაკშია, რომ კარიერის უკეთესი წლები ჯერ კიდევ წინ აქვს.
ამავე ვებსაიტზე დაყრდნობით, "რეალი" ერთადერთი გუნდი არაა, ვისაც ლორიას შეძენა სურს - მომავალი სეზონიდან "ბარსელონასაც" სჭირდება მეკარე, პინტომ უკვე გამოაცხადა, რომ მეტად აღარ დარჩება კლუბში.
იქნება თუ არა ომი "რეალსა" და "ბარსას" შორის ქართველი გოლკიპერისთვის?"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ლორია: ძალიან დამწყდა გული თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი
გიორგი ლორიას ზუსტ დიაგნოზს ჯერ ვერ უსვამენ
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]