შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას გუნდმა ბელორუსები სწორედ ოქრიაშვილის ერთადერთი გოლით დაამარცხა (იხილეთ ვიდეო).
უეფამ კი საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქართველ ფეხბურთელს ასეთი სიტყვები მიუძღვნა:
"საბერძნეთისა და კვიპროსის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის მატჩში (1:0) 20 წლის მცველმა იანის პოტურიდისმა მეკარე კრიაკოს იანს მოედნის საკუთარი ნახევრიდან ბურთი თავზე გადაუგდო. თუმცა ჩვენი ჯილდო მაინც პოტურიდისის ქართველ თანატოლს ერგება.
თორნიკე ოქრიაშვილმა ბელორუსის ნაკრებთან მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩში
"ასეთი ინდივიდუალური ოსტატობისა და მნიშვნელობის გოლი ადრე არ გამიტანია", - ამბობს გოლის ავტორი.
ასეთი გოლი ცოტას თუ გაუტანია - დავამატებთ ჩვენ".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს ფინეთთან 12 ოქტომბერს გამართავს, ხოლო 4 დღის შემდეგ ბელორუსთან. ორივე შეხვედრას გუნდი გასვლაზე ჩაატარებს.