თორნიკე ოქრიაშვილი: შესვენების შემდეგ შეცვლამ ძალიან გამანაწყენა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ბელორუსებთან (0:2) მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წაგებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, დამწუხრებულები ვართ, რადგან სექტემბერში ბელორუსები დამარცხებული გვყავდა, თუმცა მაშინ მეტოქი
ს გუნდს გლები არ ჰყავდა. ახლა კი ის მოედანზე იყო, რაც მატჩზეც აისახა.

გლები რომ არ ყოფილიყო, დადებითი შედეგის მიღწევის კარგი შანსი გვექნებოდა.

პირველი ტაიმის ბოლოსკენ კარგი მომენტი მქონდა, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხე. შესვენების შემდეგ კი მალე შემცვალეს, რამაც ძალიან გამანაწყენა.

მწვ
რთნელს ეგონა, რომ ტრავმა მქონდა, სინამდვილეში კი არაფერი მჭირდა. ამიტომ მეწყინა
მოედნის დატოვება.

მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ გვითხრა, რომ ცხვირები არ ჩამოგვეშვა. მეორე ადგილზე გასვლა ძნელი იქნება, თუმცა მესამე პოზიციისთვის ვიბრძოლებთ",
- თქვა ოქრიაშვილმა.

მომზადებულია pressball.by-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: დაცვაში დაშვებული ბავშვური შეცდომებით უკმაყოფილო ვარ
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის
მკითხველის კომენტარები / 7 /
იმ მცირე ფრაზებით რაც ითქვა ნათელია რომ არც თემურის და არც თორნიკეს არ ესმით რატომ წააგეს.
0
სუსტად მოთამაშეს რაც უშლის,ქართველებმა კარგად იციან.ვერ ხართ.ფხა არ გაქვთ.ფეხბურთში ბელორუსებს,ყოველთვის ვუგებდით,დაჩიავებულო,საწყლებო.წაგებულის ქაქანი ჩირადაც არ ღირს,ეხლა გინდა დამწუხრდით,გინდა გადამწუხრდით
miska mesxi
09:18 17-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული