ლევან ყენია: ბელორუსები ფინელებზე ძლიერები აღმოჩნდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ლევან ყენიამ ბოლორუსთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

უკრაინული "კარპატის" ფეხბურთელმა აღიარა, რომ ბელორუსები ფინელებზე ძლიერები აღმოჩნდნენ, რის შესახებაც მატჩის წინ თემურ ქეცბაიაც აფრთხილებდა.

"უმძიმესი მატჩი გამოვიდა. რა თქმა უნდა, დასანანია, რომ წავაგეთ.

მოედანზე დიდი დრო არ გამიტარებია და მხოლოდ ბოლო 20 წუთი ვითამაშე, თუმცა ამ პერიოდში ვერაფრის გაკეთება მოვასწარი, რადგან ძირითადად ბურთს ბელორუსები ფლობდნენ.

რაც ვნახე, შემიძლია ვთქვა, რომ მასპინძლებს ძლიერი, სტაბილური გუნდი
გყავთ - ბურთს კარგად ფლობს და კიდევ, გყავთ ერთი ძალიან კარგი ფეხბურთელი - ალექსანდრ გლები.

დავძენ, რომ ბელორუსები ფინელებზე ძლიერები აღმოჩნდნენ, რომლებთანაც გასულ პარასკევს ვითამაშეთ", - უთხრა ყენიამ ბელორუსულ "პრესბოლს".

ასევე ხილეთ:
თორნიკე ოქრიაშვილი: შესვენების შემდეგ შეცვლამ ძალიან გამანაწყენა
თემურ ქეცბაია: დაცვაში დაშვებული ბავშვური შეცდომებით უკმაყოფილო ვარ
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
კველაზე სუსტები ხარტ ამ ჯგუფში,მიცირს ამის თქმა ,მარა ეს ასეა..სომხებიც გჯობიან,აზერებიც,ესტონელებიც,ლიტველებიც,ლატვიელებიც,მაალტელებიც,კაზახებიც...ვაი ბედკრულო საქართველოვ..
gocha
15:42 17-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული