"რა თქმა უნდა, დამწუხრებულები ვართ, რადგან სექტემბერში ბელორუსები დამარცხებული გვყავდა, თუმცა მაშინ მეტოქის გუნდს გლები არ ჰყავდა. ახლა კი ის მოედანზე იყო, რაც მატჩზეც აისახა.
გლები რომ არ ყოფილიყო, დადებითი შედეგის მიღწევის კარგი შანსი გვექნებოდა.
პირველი ტაიმის ბოლოსკენ კარგი მომენტი მქონდა, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხე. შესვენების შემდეგ კი მალე შემცვალეს, რამაც ძალიან გამანაწყენა.
მწვრთნელს ეგონა, რომ ტრავმა მქონდა, სინამდვილეში კი არაფერი მჭირდა. ამიტომ მეწყინა
მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ გვითხრა, რომ ცხვირები არ ჩამოგვეშვა. მეორე ადგილზე გასვლა ძნელი იქნება, თუმცა მესამე პოზიციისთვის ვიბრძოლებთ", - თქვა ოქრიაშვილმა.
მომზადებულია pressball.by-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: დაცვაში დაშვებული ბავშვური შეცდომებით უკმაყოფილო ვარ
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის