ხიზანიშვილის, ოქრიაშვილისა და კანკავას გარეშე - ქეცბაიამ ნაკრები გაცხრილა

AutoSharing Option
14 ნოემბერს საქართველოს ეროვნული გუნდი ამხანაგურ შეხვედრას ითამაშებს ეგვიპტის ნაკრებთან.

მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ჩვენი ნაკრების დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ ამ მატჩისთვის ეს ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო, თბილისი), ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები:
უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაკი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი, დავით კვირკველია (ორივე დილა, გორი)

ნახევარმცველები:
მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე კარპატი
ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე (არსენალი კიევი, უკრაინა), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მოსკოვი, რუსეთი), ალექსანდრე გურული (დილა, გორი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია) შოთა გრიგალაშვილი (ალანია, რუსეთი) ირაკლი მაისურაძე (მეტალურგი, რუსთავი)

თავდამსხმელები:
ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია).

ქეცბაიას სიაში არ არიან ზურაბ ხიზანიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ჯაბა კანკავა.

ქეცბაიას რომ დაძაბული ურთიერთობა აქვს ხიზანიშვილთან, ახალი არ არის. კანკავას არგამოძახება კი შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ ჯაბას გუნდს, უკრაინულ "დნიპროს", ერთობ მჭიდრო კალენდარი აქვს.

საშინაო ჩემპიონატის გარდა, გუნდი ევროპალიგაზეც თამაშობს და კანკავას გამოძახებაც ასეთ დროს დიდ აუცილებლობას ვინძლო არ წარმოადგენდა.

უცნაურია ოქრიაშვილის არმოწვევა ეგვიპტესთან მატჩისთვის, თორნიკე ხომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ყალიბდება.

ნაკრების ბოლო მატჩში ბელორუსთან ქეცბაიამ ის შეცვალა. გაჩნდა ვერსიები - ჯერ ითქვა, ოქრიაშვილი ტრავმის გამო შეიცვალაო; მერე ის ინფორმაციაც გაჩნდა, ოქრიაშვილს არანაირი ტრავმა არ ჰქონიაო.

მოკლედ, არცთუ სასიამოვნო საუბრები მოჰყვა ოქრიაშვილის ბელორუსთან გამოცვლას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თორნიკე ოქრიაშვილი: მინსკში არც ერთი ჟურნალისტი არ დამლაპარაკებია!
უცნაური ამბავი: თორნიკე ოქრიაშვილის შეცვლა გაუგებრობის ნიადაგზე
ზურაბ ხიზანიშვილი: საქართველოსთვის ვთამაშობ და არა სამკლაურისთვის
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]
ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს შესარჩევი კი ჩააგდო ხიზანიშვილმა და აწი რაც გინდათ ქენით.
ilia
15:19 06-11-2012
0
ნეტა მე არ გამომიძახებენ ნაკრებში?!90 წუთი კი არა,მთელი დღე თავს არ გავყოფ ჩვენი საჯარიმოდან,რა დიდი პრობლემაა დგომა და მოწინააღმდეგის ფეხებში აბლანდვა,ბურთს თვითონ გაგარტყამენ,გინდა თუ არ გინდა;ზოგჯერ ფეხი ამოჰკარი ბურთს მთელი ძალით,საით გადააგდებ მაინც სულ ერთია,მთავარია რაც შეიძლება შორს!!!ისე გაირბენს 90 წუთი ვერც კი გავიგებ.ისე ხუმრობა იქეთ იყვეს და მართლა ძალიან ხშირად იცვლება შემადგენლობა.თუმცა .....ჩემზე ჭკვიანი ხალხია მანდ,მაგ საქმეში და თვითონ იციან უკეთესად
misha
14:43 06-11-2012
0

სიახლეები პოპულარული