მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ჩვენი ნაკრების დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ ამ მატჩისთვის ეს ფეხბურთელები გამოიძახა:
მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო, თბილისი), ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაკი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი, დავით კვირკველია (ორივე დილა, გორი)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე კარპატი
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია).
ქეცბაიას სიაში არ არიან ზურაბ ხიზანიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ჯაბა კანკავა.
ქეცბაიას რომ დაძაბული ურთიერთობა აქვს ხიზანიშვილთან, ახალი არ არის. კანკავას არგამოძახება კი შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ ჯაბას გუნდს, უკრაინულ "დნიპროს", ერთობ მჭიდრო კალენდარი აქვს.
საშინაო ჩემპიონატის გარდა, გუნდი ევროპალიგაზეც თამაშობს და კანკავას გამოძახებაც ასეთ დროს დიდ აუცილებლობას ვინძლო არ წარმოადგენდა.
უცნაურია ოქრიაშვილის არმოწვევა ეგვიპტესთან მატჩისთვის, თორნიკე ხომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ყალიბდება.
ნაკრების ბოლო მატჩში ბელორუსთან ქეცბაიამ ის შეცვალა. გაჩნდა ვერსიები - ჯერ ითქვა, ოქრიაშვილი ტრავმის გამო შეიცვალაო; მერე ის ინფორმაციაც გაჩნდა, ოქრიაშვილს არანაირი ტრავმა არ ჰქონიაო.
მოკლედ, არცთუ სასიამოვნო საუბრები მოჰყვა ოქრიაშვილის ბელორუსთან გამოცვლას...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თორნიკე ოქრიაშვილი: მინსკში არც ერთი ჟურნალისტი არ დამლაპარაკებია!
უცნაური ამბავი: თორნიკე ოქრიაშვილის შეცვლა გაუგებრობის ნიადაგზე
ზურაბ ხიზანიშვილი: საქართველოსთვის ვთამაშობ და არა სამკლაურისთვის
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]
ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]