შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას გუნდმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ოთხი მატჩი ჩაატარა: ბელორუსთან (1:0), ესპანეთთან (0:1), სტუმრად ფინეთთან (1:1) და ბელორუსთან (0:2).
ნოემბრის თვის ფიფას რეიტინგში კი ჩვენი ნაკრების ბოლო ორი მატჩის შედეგია გათვალისწინებული, რის შემდეგ "ჯვაროსნებს" ადგილი არ შეუცვლიათ და კვლავ 65-ე პოზიციაზე არიან.
ოქტომბრის რეიტინგში საქართველო 86-ე ადგილიდან 65-ემდე აღზევდა.
რაც შეეხებათ ჩვენს მეტოქეებს მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში,
ბელორუსის ეროვნული გუნდი 13 პოზიციით აღზევდა და 74-ე ადგილზე იმყოფება. ფინეთის ნაკრები კვლავ რეგრესს განიცდის, ფინელები 3 პოზიციით დაქვეითდნენ და 91-ე ადგილს იკავებენ.
ცვლილებებია ფიფას რეიტინგის ათეულში. ლიდერთა შორის მოხვდნენ ხორვატია და რუსეთი, ხოლო იტალიამ სამი საფეხურით აიწია და ამჟამად მეხუთეა.
1 (1). ესპანეთი - 1564
2 (2). გერმანია - 1421
3 (4). არგენტინა - 1349
4 (3). პორტუგალია - 1178
5 (8). იტალია - 1169
6 (5). ინგლისი - 1167
7 (6). ჰოლანდია - 1128
8 (9). კოლუმბია - 1110
9 (12). რუსეთი - 1084
10 (11). ხორვატია - 1078
18 (13). საფრანგეთი - 938
65 (86). საქართველო - 499
74 (87). ბელორუსი - 478
91 (88). ფინეთი - 411
ასევე იხილეთ:
ხიზანიშვილის, ოქრიაშვილისა და კანკავას გარეშე - ქეცბაიამ ნაკრები გაცხრილა
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]
ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]