თემურ ქეცბაია: ფრანგებთან მატჩამდე ერთი სპარინგი და შეთამაშება გვჭირდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2013 წლის საფეხბურთო სეზონს 6 თებერვალს ალბანეთში ამხანაგური მატჩით გახსნის. 22 მარტს კი პარიზში, "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში დაუპირისპირდება.

როგორც გავარკვიეთ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას ამხანაგური შეხვედრის გამართვა პარიზულ დაპირისპირებამდეც სურს.

"ალბანეთთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ფრანგებთან შეხვედრამდე კიდევ ერთი ამხანაგური თამაშის გამართვა გვსურს, ნაკრები უფრო რომ შეთამაშდეს.

ამის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკება წამოიწყო, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით, ვის შევხვდებით.

ჩვენ არ ვართ ისეთი რეიტინგის მქონე
ქვეყანა, რომელიც მეტოქეს იოლად დაითანხმებს.

ვნახოთ, იმედია, საინტერესო სპარინგს მაინც გამოვძებნით",
- თქვა "ლელოსთან" ქეცბაიამ.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ალბანეთთან შეხვედრისთვის "ჯვაროსნები" თემურ ქეცბაიასთან ერთად 4 თებერვალს ტირანაში შეიკრიბებიან. ეროვნული გუნდის თავკაცი ნაკრებში გამოძახებულთა სიას კი მოგვიანებით გამოაცხადებს.

6 თებერვლის მატჩი ტირანას "ქემალ სტაფაზე" გაიმართება, მაგრამ მატჩის დაწყების დროზე ქართული და ალბანური მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან. სამაგიეროდ, ცნობილი გახდა, რომ 22 მარტს საფრანგეთი-საქართველოს მატჩი ადგილობრივი დროით 21 საათზე დაიწყება.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ფრანგულმა მხარემ ოფიციალური შეტყობინება გამოუგზავნა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: მთავარი ქართული ფეხბურთის ინტერესია
ალექს ფერგიუსონი 21-ე საუკუნის მწვრთნელია, თემურ ქეცბაია 177-ეა
თემურ ქეცბაია: საინტერესო თამაში გამოვიდა, თქვენ უსახურში რას გულისხმობთ?..
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვეთანხმები ბოლომდე ...აუცილებელია ნაკრების შეთამაშება მითუმეტეს ახალი ფეხბურთელები აღმოჩნდნენ ისეთ გუნდებში სადაც ბევრი ეხლანდელი ნაკრებიდანაც არ თამაშობს ....ალავერდაშვილი , ღონღაძე და ასე შემდეგ და აუცილებლად შესამოწმებელია ვინ რა კონდიციებშია ..... იქნებ გვეშველოს თავდამსხმაში
geofun
00:17 17-01-2013
0

სიახლეები პოპულარული