- როგორია ბოლო ამბები საქართველოს ნაკრების ბანაკიდან?
- გუნდში კარგი ატმოსფეროა, საწვრთნელი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. საბედნიეროდ, ყველანი ჯანმრთელად ვართ და ამის გამო სამწვრთნელო შტაბს ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას პრობლემები არ უნდა შეექმნას.
- სასტარტო შემადგენლობა ხომ არ გამოკვეთილა?
- თემურ ქეცბაიას ამის შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს. სავარაუდოდ, ძირითადი თერთმეტი ფეხბურთელი მატჩის დილას გამოცხადდება.
-
- შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ საკუთარი თავის გვჯერა და ყველანაირად შევეცდებით, ქართველი გულშემატკივრები გავახაროთ.
- ქეცბაია რა გზებით ცდილობს გუნდის სათანადოდ განწყობას?
- ყოველდღიურად გვესაუბრება და გვარწმუნებს, რომ შეგვიძლია, ფრანგებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. ამის ჩვენც გვჯერა. მთავარი ის არის, რომ მოედანზე ყოველგვარი ღელვის გარეშე გავალთ. გრანდების რიდი უკვე დიდი ხანია, დავძლიეთ.
- "სტად დე ფრანსზე" თამაში შენთვის, ალბათ, განსაკუთრებული მოვლენაა...
- რამდენიმე ბრწყინვალე სტადიონზე მითამაშია, მათ შორის, მიუნხენის "ალიანს არენაზე", მაგრამ "სტად დე ფრანსი" მაინც გამორჩეული არენაა.
- საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდი?
- ჩვენს მეტოქეს არაერთი ვარსკვლავი ჰყავს, მაგრამ მათ შორის უდიდესი, რა თქმა უნდა, ფრანკ რიბერია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებს
დიდიე დეშამი: საქართველოს დამარცხება სერიოზული განაცხადია საფრანგეთისთვის