თემურ ქეცბაია: ჯანო ანანიძე სამი წლის წინანდელ დონეზე დარჩა

AutoSharing Option
პარიზული "სტად დე ფრანსის" საკონფერენციო დარბაზში გაკეთებული მოკლე კომენტარის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს საფრანგეთთან მატჩზე პრესაში აღარ ულაპარაკია.

პარიზიდან თემურ ქეცბაია ავსტრიაში გაემგზავრა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების თამაშებსაც დაესწრო.

ეროვნული ნაკრების თავკაცთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ფრანგებთან შეხვედრაზეც ვილაპარაკეთ და მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის დროს მომხდარზეც (ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე - გადადგება თუ არა, ქეცბაიამ უპასუხა - თქვენნაირი ჟურნალისტების ბრალია, ასეთ დღეში რომ ვართო. - ავტ.).

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან სტუმრად დამარცხების შემდეგ ასეთი კითხვა მართლაც ალოგიკურად ჟღერდა, თუმცა, ადეკვატურს ვერც ქეცბაიას შეფასებას
დავარქმევთ... დანარჩენს ინტერვიუში წაიკითხავთ:

- წაგებული მატჩით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ ბიჭების მონდომება დასაფასებელია - სტუმრად ღირსეულად ითამაშეს ისეთ ნაკრებთან, როგორიც საფრანგეთია. იყო შეცდომებიც, ზოგიერთი მოთამაშის თამაშით უკმაყოფილო დავრჩი, თუმცა ჩვენს თამაშში კარგის დანახვაც შეიძლება...

- გოლი ამჯერადაც ტაიმის მიწურულს გავუშვით...
- ფეხბურთელებს სულ ვეჩიჩინები, რომ ტაიმის ბოლოს ყურადღების მოდუნება დაუშვებელია. ასეთ დროს გუნდი რომელიმე მოთამაშემ უნდა აიყოლიოს. თუმცა პირველი გოლისას შეცდომა მეტოქის მეურვეობისას დავუშვით. ფეხბურთელებს ვავალებ, ხაზზე დგომის ნაცვლად, მეტოქე პერსონალურად "აიყვანონ". სამწუხაროდ, იმ ეპიზოდში ჟირუს არავინ მეურვეობდა და მანაც თავისუფლად დაარტყა. ჩვენს მცველებს დავალება რომ შეესრულებინათ, ალბათ, პირველ ტაიმში გოლს არ გავუშვებდით... ერთი რამეც უნდა ითქვას: შესაძლოა, ტექნიკური და სწრაფი იყო, მაგრამ როცა მეტოქეს გაცილებით მეტი ტანმაღალი მოთამაშე ჰყავს, ჯარიმის და კუთხურის გათამაშებისას ყოველთვის გემუქრება საფრთხე. არადა, ის შეცდომა რომ არა, იქნებ არც გაგვეშვა ბურთი, რომელმაც ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იმოქმედა ბიჭებზე...

- თუმცა, როცა თამაშის დალაგებაზე, შეტევის წამოწყებაზე, ზუსტ პასზე მიდგება საქმე, ვერც აქ ვბრწყინავთ.
- თავის გამოსაჩენად ანანიძესაც და ყენიასაც საკმარისი დრო ჰქონდათ, თუმცა სასურველ დონეზე ვერც ერთმა ვერ ითამაშა... ფეხბურთელი მხოლოდ ვარჯიშით ვერ გაიზრდება. ანანიძე დღესაც იმავე დონეზეა, სამი წლის წინ რომ იყო. რადგან სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, პროგრესის ნაცვლად, უკან-უკან მიდის. თუ კლუბი არ შეიცვალა, სულ ასე იქნება. მოსკოვიც და "სპარტაკიც" მაშინ არის კარგი, როცა თამაშის შესაძლებლობა გაქვს, ჯანო კი როდემდე უნდა იჯდეს სათადარიგოთა სკამზე? ხომ უნდა მიხვდეს, რომ გუნდის შეცვლის დროა? მითხრა - სეზონის დასრულებას ველი და ალბათ, სხვაგან გადავალო. იმედია, ასეც მოხდება. ყენიასაც დიდი დრო გაუცდა...

- ხიზანიშვილის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ალოგიკური არ არის, რომ 31 წლის ფეხბურთელს იწვევთ და თან ამბობთ, ნაკრების გაახალგაზრდავებაა საჭიროო?
- გაახალგაზრდავებაში იგულისხმება ის, რომ ნაკლებ აქცენტს ვაკეთებთ ისეთ მოთამაშეებზე, რომლებმაც, შესაძლოა, კარიერა უკვე მომდევნო წელს დაასრულონ. ხიზანიშვილი კი ამას ჯერ არ აპირებს, კლუბშიც სტაბილურად თამაშობს, იქნებ ერთი კი არა, ხუთი სეზონიც ჩაატაროს... ისეთი ფეხბურთელები გვინდა, ამ შესარჩევ ციკლსაც რომ ჩაატარებენ და მომავალსაც.

- მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტის კითხვამ გაგაღიზიანათ...
- რა უნდა პრესკონფერენციაზე ისეთ ხალხს, ფეხბურთთან არანაირი კავშირი რომ არ აქვთ?! მინდა, ვკითხო - საკუთარ მოედანზე ესპანეთთან მარცხის შემდეგ გადადგა დეშამი? თუნდაც ფრეს შემთხვევაში, საფრანგეთი, ფაქტობრივად, ინაღდებდა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს და ასეთი მატჩი წააგო... ალალად გეუბნებით - დეშამის ადგილას მე გადავდგებოდი! მაგრამ იმ ჟურნალისტის კითხვა ალოგიკური იყო. ალბათ, შემთხვევით მოხვდა იქ და უნდოდა, ეჩვენებინა, რომ ჩვენზე პატრიოტია. თურმე, როგორ გავბედეთ და წავაგეთ საფრანგეთში... არადა, რაც შეეძლოთ, გააკეთეს ბიჭებმა, თავს ზევით კი ძალა არ არის...

- ხომ არ ნანობთ, საქართველოს ნაკრების გაწვრთნას რომ დათანხმდით?
- გგონიათ, არ ვიცოდი, სად მოვდიოდი?! როცა ნაკრების გაწვრთნა შემომთავაზეს, არც დავფიქრებულვარ. ხალხს ჩემი სჯერა, ეიმედება და ახლა უკვე, როგორც მწვრთნელი, ქვეყანას ისე გამოვადგები-მეთქი. არასდროს მიფიქრია, რომ შეცდომა დავუშვი... ბევრი რომ მეფიქრა, შესაძლოა, არც დავთანხმებულიყავი... არადა, ჩავიბარე გუნდი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში მატჩი არ ჰქონდა მოგებული. ბოლო სამი წლის განმავლობაში 27 მატჩიდან, 10 მოვიგეთ, 8 ფრედ დავამთავრეთ და 9 წავაგეთ. მანამდე კი, ოთხი წლის განმავლობაში, 41 მატჩიდან ნაკრებმა მხოლოდ 8 მოიგო, ამდენივე ფრე ითამაშა და 25 წააგო... განსხვავებას ვერ ხედავთ?!

ინტერვიუს სრული ვერსია


რატი შელეგია

www.kvirispalitra.ge


ასევე იხილეთ:
კვირის 1000 წვრილმანი: სად არის თავსატეხი ამოცანა?
ბოლო ჯგუფში - საქართველოს ნაკრების უსიამოვნო პერსპექტივა
მარადიული კითხვა - შედეგი თუ სანახაობა?
დროის გაყვანის ტაქტიკა - თვალსაზრისი საფრანგეთი-საქართველოს მატჩზე
ვლადიმერ გუცაევი: ამ დონეს სხვა კლასი სჭირდება
ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]
საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 13 /
ქეცბაია, აშკარად არაადეკვატურად მოექცა ჟურნალისტს პარიზში, ცხადია ემოციები ვერ მოთოკა, მაგრამ ახლა ამ შეკითხვაზე ისევ არაადეკვატურად პასუხი, მას დიდ სარგებელს ვერ მოუტანს, ჟურნალისტების ჭკუის სწავლებისაგან თავის შეკავება ყოველთვის უმჯობესია.
0
ქეცბაია ძალიან მაგარი მწვრთნელია და აღიარეთ, ტყლაპოდან ამოათრია ნაკლები რასაც ქვია და გუნდი გახადა, მებრძოლი გუნდი, სანახაობა თუ გინდათ ტელევიზორში უყურეთ, ეროვნული ჩემპიონატის ყველა მოთამაშე ერთად ოცდაათი მილიონი ღირს და რას ითხოვთ ამ კაცისგან არ მესმის !
გიგი
13:22 01-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული