სფფ: ნაკრებიდან წასული ფეხბურთელები საზეიმოდ ნოემბერში გავაცილოთ!

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოხატავს გულწრფელ მადლიერებას ყველა იმ ფეხბურთელის მიმართ, ვინც წლების მანძილზე ერთგულად იცავდა ეროვნული ნაკრების ღირსებას და სიამაყით ატარებდა ნაკრების ფორმას.

ჩვენმა ფეხბურთელებმა ქართველ გულშემატკივარს არაერთი დასამახსოვრებელი წუთი აჩუქეს. მათ ბევრი რამ გააკეთეს ეროვნული ნაკრებისათვის. სწორედ ამიტომ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2013 წლის ნოემბერში, როცა ეროვნული ნაკრები საშინაო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, მოეწყობა იმ ფეხბურთელების ოფიციალური საზეიმო გაცილება, რომლებმაც მიმდინარე სეზონში საკუთარი სურვილით განაცხადეს ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ.

საზოგადოებას და გულშემატკივარს მიეცემათ საშუალება, კიდევ ერთხელ იხილონ გამორჩეული ფეხბურთელები
ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და ყველამ ერთად მადლობითა და მხურვალე ოვაციით გავაცილოთ ისინი ქვეყნის უპირველესი გუნდიდან.

ვიმედოვნებთ, რომ ეს დღე ყველასათვის დაუვიწყარი იქნება.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:
რევაზ არველაძე: ვერანაირ პრეტენზიას ვერ მივიღებ
კახა კალაძე ლევან კობიაშვილის განცხადებაზე: სფფ-ში უნდა გამოფხიზლდნენ!
ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით
მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს
მკითხველის კომენტარები / 6 /
რომელი 'დასამახსოვრებელი წუთი' გვაჩუქეს ერთი დასმოუკდებლობის მერე?? თქვენ ხომ არ გაგიჟდით??? 20 წელიწადში ალბათ 10 ნორმალური თამაში რომ ჩაატარეს??????
avtandil
22:38 04-04-2013
0
მიხვდა ხო ფედერაცია თავის დანაშაულს მაგარი ხალხი რო მუშაობს ფედერაციაში ფაქტი სახეზეა
tijana513
00:05 05-04-2013
0

სიახლეები პოპულარული